გაზაფხული მოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მკაცრი და ცივი ზამთარი უკან მოვიტოვეთ. ამ პერიოდიდან ყველაფერი გამოღვიძებას იწყებს და არჩევანიც უფრო დიდი გვაქვს, შეგვიძლია პარკში გავისეირნოთ, მეგობრებთან ერთად უქმეებზე პიკნიკზე წავიდეთ ან თუნდაც წავიდეთ კაფეში და მივირთვათ უგემრიელესი ნაყინი.
OK! Magazine Georgia-მ შეარჩია რამდენიმე კაფე, სადაც უგემრიელესი ნაყინი დაგხვდებათ.
Dolci di Paradiso
Dolci di Paradiso არის ადგილი, სადაც ერთხელ მისულ ადამიანს მეორედ მისვლის სურვილი აუცილებლად გაუჩნდება. აქ თქვენ დაგხვდებათ უმაღლესი ხარისხი, საუკეთესო მომსახურება, უგემრიელესი ნაყინი, ყავა და ტკბილეული. კაფე Dolci di Paradiso-ს Visibilio-ს ნაყინები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, Kimbo-ს ბრენდის ყავა კი დილით სამსახურისკენ მიმავალ გზას ნეაპოლიტანური არომატებით აგივსებთ, საღამოს კი Mee Soo-ს ინოვაციური აპარატით დამზადებული ყველასგან გამორჩეული ტირამისუ წუთით მაინც დაგავიწყებთ ყველაფერს, გარდა ვენეციური რომანტიკისა. დოლჩი დი პარადისო ნამდვილი იტალიური სამოთხეა, სადაც შეგიძლიათ თავად შეიგრძნოთ როგორია სამოთხის ნამდვილი ტკბილეული. Dolci di Paradiso მდებარეობს ჭავჭავაძის 40 ნომერში.
Sapore café
თუ ხართ ნაყინისა და ტკბილეულის მოყვარული, მაშინ Sapore café ნამდვილად თქვენთვისაა. აქ თქვენ დაგხვდებათ უგემრიელესი ნაყინი, ტკბილეული, ულამაზესი და მყუდრო გარემო. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მაღტლაც ძალიან კარგი ადგილია განტვირთვისა და დასვენებისთვის. Sapore café მდებარეობს პეკინის 7 ნომერსა და აღმაშენებლის 95 ნომერში.
MCDONALD'S
MCDONALD'S ყველა ჩვენგანის საყვარელი რესტორანია, სადაც უგემრიელესი „ჩიზების“ გარდა შეგვიძლია უგემრიელესი ნაყინი მივირთვათ. კომპანია ითვლის 33 000-ზე მეტ კვების ობიექტს 119 ქვეყანაში, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან 52 მილიონზე მეტ მომხმარებელს, რაც მის მიმართ ნდობას ეფუძნება. საქართველოში MCDONALD'S-ის პირველი რესტორანი თბილისში, 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და ახლა უკვე 13 რესტორნითა და 1000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანით ოპერირებს. MCDONALD'S მდებარეობს რუსთაველზე, მარჯანიშვილზე, საბურთალოზე, წერეთელზე, დიღომში, ისთ ფონთში, გალერეა თბილისსა და გლდანში.
Luca Polare
Luca Polare ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კაფეა მთელ საქართველოში. არ აქვს მნიშვნელობა სეზონს, თუმცა გაზაფხულისა და თბილი დღეების მოახლოვებასთან ერთად ნაყინის მსურველთა რაოდენობაც იზრდება და Luca Polare საუკეთესო ადგილია უგემრიელესი ნაყინის დასაგემოვნებლად. გარდა ნაყინისა კაფეში თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ნამცხვრები, შოკოლადის ფრაპე. Luca Polare სანაყინეები თბილისის 9 სხვადასხვა ადგილზეა წარმოდგენილი, მათ შორის აღმაშენებლის 125 ნომერში, ისთ ფოინთში, მოსაშვილის 11 ნომერში, ერისთავის 12 ნომერში, პეკინის 7ა ნომერში, გალერეა თბილისში, სანდრო ეულის 7 ნომერსა და ძმები კაკაბაძეების 2 ნომერში.