მარხვა თუ ვეგანობა? ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო საზოგადოებამ მსჯელობა. რეალურად მათ შორის არანაირი კავშირი და მსგავსება არ არის. თუმცა ინტერნეტ სივრცეში ხშირად მარხვას ვეგანობადაც მოიხსენიებენ და მათ ერთმანეთთან აიგივებენ.
OK! Magazine Georgia „აბი გლუკოზას“ დამფუძნებელს ინგა ბაშიროვს დაუკავშირდა, რათა გავიგოთ რეალურად რა კავშირია მარხვასა და ვეგანობას შორის.
როგორც „აბი გლუკოზას“ დამფუძნებელმა აღნიშნა, მაშ შორის არანაირი მსგავსება არ არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ ვეგანიზმს კვებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„რა თქმა უნდა განსხვავება არის, თუმცა აქ საუბარია სულ სხვა რამეზე. ვეგანური სამზარეულო მთლიანად სულ სხვა მიდგომებს განაპირობებს ცხოვრების მიმართ და მარხვა სულ სხვა რამეს. მაგალითად, მარხვაში თაფლის მირთმევა შეიძლება, ხოლო ვეგანები მიიჩნევენ, რომ თაფლს ფუტკარს პარავენ და ეს დაუშვებელია. ძალიან ხშირად ერთმანეთთან აიგივებენ, რაც ძალიან არასწორია. ვეგანები არც ბალიშს იყენებს თუ მასში ბუმბულია, არც ტყავის ფეხსაცმელს და არც მარგალიტის საყურეს. შეიძლება ითქვას რომ ვეგანიზმს კვებასთან არანაირი კავშირში არ აქვს. საქართველოში ვეგანობა გახდა ძალიან პოპულარული გარკვეულ თაობაში, ეს არის 18 წლიდან 26 წლამდე“.