ყავა მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელია და ალბათ ამაში უდიდესი წვლილი კოფეინს მიუძღვის, რომელსაც ყველაზე ხშირად მოხმარებადი “ნარკოტიკიც” კი შეიძლება ვუწოდოთ. იგი მოქმედებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე, გვაფხიზლებს და ტონუსში მოჰყავს კუნთები, რაც ჩვენს ენერგიულობაზეც აისახება. ამ არომატულმა სასმელმა იმდენად მყარად დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ წარმოუდგენელიც კი გახდა დღის მის გარეშე დაწყება.
არსებობს ყავის 90-მდე სახეობა და მხოლოდ ორი გვაძლევს მარცვალს, რომელიც ყავის სასმელის მოსამზადებლად გამოიყენება. ეს სახეობები კი ყველამ ვიცით – არაბიკა და რობუსტა. არაბიკა უფრო მეტად არომატული, მომჟავო და დახვეწილია, რობუსტას კი მომწარო გემო და ნაკლები არომატულობით გამოირჩევა. ყავის კომპანიები ძირითადად მათ ნაზავს იყენებენ. მისი მარცლების მოხალვა ყველაზე მომაჯადოვებელი პროცესია ყავის ინდუსტრიაში. მოხალვის პროფილი საშუალებას იძლევა ყავის მარცვალში ჩამალული უნიკალური არომატები აღმოვაჩინოთ და მომხმარებლამდე მივიტანოთ. რაც უფრო ნელა იხალება ყავა, მით უფრო დახვეწილი არომატის სასმელი მიიღება.
OK! Magazine Georgia წარმოგიდგენთ რამდენიმე ადგილს თბილისში, სადაც შეგიძლიათ გემრიელი ყავა მიირთვათ.
Caffe Bonini
„Caffe Bonini“-ის ყავის საუცხოო გემოსა და არომატს ძვირფასი ყავის მარცვლები უზრუნველყოფს, რომლებიც ორი ყველაზე პოპულარული ნარევისაგან არაბიკასა და რობუსტასგან მიიღება. მაღაზიაში დაგხვდებათ ყავის მარცვლის ოთხი სახეობა: ,, ნაპოლი“, ,,რომა“, ,,ფირენზე“ და ,,მილანო“. თითოეული გემოთი და სიძლიერით განხვავდება ერთმანეთისაგან, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გემოვნების შესაბამისი არჩევანი გააკეთოს. ტიციანო ბონინი რეიტინგით მესამე ბრენდია იტალიაში. ერთ დროს საოჯახო ბიზნესი დღეს უკვე 36 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ რიცხვს კი ბინულის დახმარებით უკვე საქართველოც შეემატა. მაღაზიაში შეგიძლიათ როგორც ყავის აპარატების შეძენა, ასევე მათი გამოყენება დროებით სარგებლობისთვის. მასში თავსებად, ათზე მეტ დასახელების ყავის კაფსულას, პრესისა და ყავის მარცვალს, ჩაისა და ცხელ შოკოლადს. ყავა "Bonini“ ქალაქის სხვადასხვა ობიექტში შეგიძლიათ დააგემოვნოთ 2.50 ლარიდან 6.50 ლარის ფარგლებში.
Julius Meinl
ვენური საოჯახო კომპანია „Julius Meinl“-ი, პირველი ფართომასშტაბიანი ევროპული ყავის მომხალავი კომპანიაა, რომელიც ინიციატივებზეა ორიენტირებული. მუდმივად სრულყოფს წარმოების პროცესს და ინარჩუნებს საკუთარი პროდუქციიის პრემიალურ ხარისხს. „Julius Meinl“-ი გთავაზობთ: პრემიუმ კლასის ყავასა და უმაღლესი ხარისხის სერვისს, პროფესიონალი ბარისტების ჯგუფს, ბარისტას გადასამზადებელ ტრენინგ ცენტრს, მარკეტინგულ მხარდაჭერას, თანამედროვე ყავის აპარატების ფართო არჩევანს, ყავისა და ჩაის სეზონური ტრენინგებსა თუ მასტერკლასებს, მაღალკვაიფიციური გუნდის პროფესიულ და ტექნიკურ მხარდაჭერას, თანაც მთელი ქვეყნის მასშტაბით. „Julius Meinl“ ახდენს რევოლუციას ყავის მოხალვის პროცესში, მოხალული ყავა ინარჩუნებს ნატურალურ არომატს. ყავა შეგიძლიათ პეკინის 34 ნომერში მიირთვათ. ფასები კი 2-3 ლარის ფარგლებში მერყეობს.
„Tupinamba Coffee“
„Tupinamba“ არის ესპანური ყავის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. დაუვიწყარი არომატი და გემო მისი განუყოფელი ნაწილია. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მიტანის უმაღლესი სერვისით, ხოლო მაღაზიაში მისვლის შემთხვევაში თქვენ მოგემსახურებათ ზრდილობიანი და ყურადღებიანი პერსონალი. მიირთვით სასამოვნო არომატის ყავა, რომლის ხარისხიც წლებმა გამოსცადა და გახადე შენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. „Tupinamba“-ს უგემრიელესი ყავის შეძენა შეგიძლიათ 250 გრამიანი შეკვრით, რომლის ფასიც 16 ლარიდან 70 ლარამდეა. ასევე შეგიძლიათ ყავა შეიძინოთ ჭიქით 200 სხვადასხვა ობიექტში, სადაც ფასები 3 ლარიდან 7 ლარამდე მერყეობს.
Coffee LAB
მსოფლიოში, რომელიც სავსეა კომერციული ყავის უზარმაზარი კომპანიებით, „Coffee LAB“ გამოირჩევა, ყავის სწორი მოხალვითა და მომზადებით. მისი მიზანია შექმნას „ტრადიციული“ ყავისგან სრულიად განსხვავებული, ალტერნატიული გემო და მისი მომზადებისა თუ მოხმარების განსხვავებული კულტურა. უპირველესი და უკომპრომისოა ყავის მარცვლის შინაგანი თვისებები და მათი საუკეთესოდ გამოვლენის მიზნით „Coffee LAB“-ში ყავას საშულო დონეზე ხალავენ, შედეგად თქვენ ისიამოვნებთ უფრო ორგანული, ცოცხალი, არომატული, კომპლექსური და დაბალანსებული გემოთი. ყავის დაგემოვნება შეგიძლიათ 4 ლარიდან 7.50 ლარის ფარგლებში ყაზბეგის 27 ნომერში.
VICEVERSA
ძალიან რთულია იპოვო ადგილი, სადაც გემრიელი ყავის დალევას შეძლებ. სამწუხაროდ, ბარისტების უმრავლესობას მხოლოდ ზედაპირული ცოდნა აქვს და იშვიათად თუ იცავს ყავის მომზადების კლასიკურ სტანდარტს. სწორედ ამ რეალობის შეცვლაა „VICEVERSA“-ს ყავის აკადემიის შექმნის მთავარი მოტივაცია. ყავის მოყვარულებისთვის კაფეში 12 სახეობის უმაღლესი ხარისხის ყავის დააგემოვნებაა შესაძლებელი. არ გამოტოვოთ „VICEVERSA“-ს ნამდვილი არომატი, რათა თქვენი დღე უფრო ენერგიული და ნაყოფიერი იყოს. ყავის დაგემოვნება შეგიძლიათ ბახტრიონის 11ბ ნომერსა და აბაშიძის 29 ნომერში, ფასები 4 ლარიდან 7 ლარამდე მერყეობს.
Mondo
2015 წელს, საქართველოში ყავის მოხმარების ახალი სტანდარტების დანერგვის მიზანით, „BB Company“-მ ყავის საკუთარი საწარმო გახსნა და ყავა „Mondo“-ს წარმოება დაიწყო. „Mondo“ სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს მრავალფეროვანი სახეობების პრემიუმ ხარისხის ყავას სთავაზობს. ყავის მოსამზადებლად საჭირო აღჭურვილობა, ბრენდირებული ჭურჭელი, სერვისი და მუდმივი ტრენინგები მას განუმეორებელ და საიმედო პარტნიორად ხდის. კომპანიამ სწაფად მოიპოვა ყავის მოყვარულთა ფართო აუდიტორია, რადგან გამორჩეული გემოს მქონე პრემიუმ ხარისხის ყავის მარცვლები არავის ტოვებს გულგრილს. ელეგანტური და დახვეწილი შეფუთვა კი, ყოველთვის იქცევს მომხმარებლის ყურადღებას. ყავა „Mondo" სხვადასხვა ობიექტში 2.50 ლარიდან 7 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ.
illy Caffè
„illy Caffè“-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა. მიზანი ამბიციურია, რადგან ამ პროცესში მნიშვნელოვანია კომპანიის კულტურის, გამოცდილებისა და ტექნიკების მაქსიმალურად შენარჩუნება. სრულყოფილების მუდმივი ძიება კი არის ის, რაც „illy Caffe“-ს მომსახურებას დღითიდღე განსაკუთრებულს ხდის. კაფეში „illy“-ს 30-მდე განსხვავებული რეცეპტის მქონე ყავის დაგემოვნება შეგიძლიათ სხვადასხვა კერძისა და დესერტის თანხლებით. ეწვიეთ და აღმოაჩინეთ გარემო, სადაც დაგხვდებათ ნივთები, რომლებსაც აქვთ ისტორია, მომენტები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელობა და გემო, რომელიც ცხოვრებას განსაკუთრებულს ხდის. კაფე მდებარეობს რუსთაველის 2/4 ნომერში და „illy"-ს ყავის შეძენა 4.75 ლარიდან 11.21 ლარამდეა შესაძლებელი.
Lavazza
იტალიური ყავა “Lavazza” არომატული და დახვეწილი გემოთი გამოირჩევა და უკვე დიდი ხანია, რაც მას ქართველი მომხმარებელი კარგად იცნობს. ეს არის ყავა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ისტორია და წარმომავლობა. „Lavazza“ აწარმოებს სამი ტიპის პროდუქტს: მარცვალი ყავა - HoReCa-ს სეგმენტისთვის, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია სახლში ყავის აპარატით დასამზადებლად. დაფქვილი ყავა, რომელიც ძირითადად გამოიყენება სახლის ყავის აპარატებით „Espresso“-ს მოსამზადებლად და ყავა კაფსულებში „Lavazza BLUE“ - ქარხნული შეფუთვა კაფსულებში, რომელშიც შედის 7 გრამი მოხალული და დაფქული ყავა. ძირითადად კაფსულები გამოიყენება დაწესებულებებში. ყავის დაგემოვნება სხვადასხვა ობიექტში 2 ლარიდან 8 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ.
NESPRESSO
„NESPRESSO“ - უმაღლესი ხარისხის ყავა, რომელიც მოთავსებულია ალუმინის კაფსულებში. მსოფლიოში აღიარებულია, როგორც საუკეთესო ხარისხის ყავა. მას აქვს გამორჩეული გემო და არომატი. მომხმარებლისთვის განსაკუთრებით კომფორტულია ადგილზე მიტანის სერვისიც. დაიწყეთ დილა „NESPRESSO“-თან ერთად და თქვენი დღე უფრო ენერგიული იქნება. ყავის დალევა შეგიძლიათ ქალაქის სხვადასხვა კაფეში, სადაც მისი ფასი 4 ლარიდან 8 ლარამდე მერყეობს.