ვერ გადაწყვიტე სად დაპატიჟო საყვარელი ადამიანი სავახშმოდ? გაგიმართლა, რადგან ჩვენ იმ ქალაქში ვცხოვრობთ, სადაც სხვადასხვა რესტორნები და კაფეები მრავალფეროვან და საინტერესო საღამოებს გვთავაზობენ. არჩევანის გაკეთებაში კი OK! Magazine Georgia დაგეხმარება.
რესტორანი“ Funicular“
გაზაფხული წელიწადის ყველაზე მშვენიერი პერიოდია. ამ დროს, ასმაგად ლამაზდება დედაქალაქი. რესტორნის მზიანი ტერასიდან საშუალება გაქვთ დაინახოთ გაზაფხულის ფერადი თბილისი და გაატაროთ დაუვიწყარი საღამო თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად.
რესტორანი „Le Marais“
მშვიდი და სასიამოვნო საღამოს გასატარებლად საუკეთესო ადგილია ფრანგული რესტორანი „Le Marais“, რომელიც უგემრიელეს ევროპულ სამზარეულოს გთავაზობთ. ისიამოვნებთ რესტორნის ლამაზად გაფორმებული ინტერიერით მაღალი კლასის მომსახურებითა და პროფესიონალთა გუნდით. ყოველ საღამოს 9 საათიდან რესტორანი გთავაზობთ ცოცხალ მუსიკას სხვადასხვა ჯაზ-ბენდის შესრულებით.
კაფე „Verde“
გაზაფხულის ფერადი და თბილი დღეების გასატარებლად იდეალური ვარიანტია კაფე „Verde“ , რომელიც მყუდრო გარემოთი და უმაღლესი ხარისხის კერძებით გამოირჩევა. ულამაზესი ხედები საშუალებას გაძლევთ განიტვირთოთ დამღელი სამუშაო დღის შემდეგ და დაივიწყოთ ყოველდღიურობა.
კაფე “Flowers”
კაფე “Flowers” ეს არის ადგილი, რომელიც აერთიანებს სილამაზეს, სიმყუდროვეს და კომფორტს. კაფე მოიცავს დარბაზს, ტერსასა და ლანდშაფტურ ბარს, საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულივით მოსჩანს. შეგიძლიათ იტალიური ხის ფანჩატურში მოთავსდეთ. სამზარეულო დახვეწილი, მარავლფეროვანი და გემრიელია. თითოეულ კერძს მაგიდასთან გაფორმებით მოგართმევენ. განტვისთვისა და დასვენებისთვის აუცილებლად უნდა მიბრძანდეთ კაფე “Flowers”-ში.
კაფე „Orangery“
კაფე „Orangery“ ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო ადგილია თბილისში, რომელიც ულამაზესი ექსტერიერით გამოირჩევა. „Orangery“-ს სამზარეულო შერეულია, როგორც ქართული, ასევე უცხოური კერძებით. ეს არის ადგილი, სადაც შეძლებთ განიტვირთოთ და ისიამოვნოთ არაჩვეულებრივი გარემოთი.