ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე თვის წინ გაჩნდა სუფთა პროდუქტების ონლაინ მაღაზია bioshop.ge, რომელიც მთლიანად ჯანსაღი პროდუქტების პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული.
ჩამონათვალში მომხმარებელს შეუძლია იხილოს და შეიძინოს ასზე მეტი დასახელების პროდუქტი, მათ შორის: რძის ნაწარმი, ბოსტნეული, ხილი, ხორცი, მარცვლეული, თევზი, ალკოჰოლური სასმელები, თაფლი, ბიო პრეპარატები, ნუგბარი, თესლეული და ა.შ.
სწორი კვების აუცილებლობა ცალსახაა ნებისმიერი ადამიანისთვის. არაჯანსაღი საკვები გვაძლევს არაჯანსაღ ორგანიზმს. bioshop.ge სწორედ იმაზეა ორიენტირებული, რომ საზოგადოებაში დაინერგოს ჯანსაღი კვების კულტურა.
მომხამრებელს საშუალება აქვს საიტზე გაეცნოს ფასებს, მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის წარმომავლობაზე, შეუკვეთოს და დაელოდოს სახლში ან თავად მიაკითხოს შეკვეთას ოფისში.
ვებგვერდზე შეძენილი პროდუქციის, სასურველ მისამართზე მიწოდებას უზრუნველყოფს საკურიერო კომპანია და სწორედ ამის შემდეგ ხდება შეძენილი პროდუქტის თანხის გადახდა ელექტრონული გადახდის სისტემით, Visa/Mc ბარათებით რაც ძალიან დიდ კომფორტს უქმნის მომხმარებელს.
როგორც bioshop.ge- ის დამფუძნებელმა უშანგი კევლიშვილმა OK! Magazine Georgia-თან საუბრისას აღნიშნა საიტის მიზანია სუფთა და ჯანსაღი პროდუქტების პოპულარიზაცია.
„ჩვენი მიზანია სუფთა და ჯანსაღი პროდუქტების რეალიზება და პოპულარიზაცია საქართველოში. გვინდოდა დავხმარებოდით გლეხებს, რომლებსაც ჯანსაღი პროდუქტი მოყავთ. მომხმარებლები საკმაოდ ბევრი გვყავს. უარყოფითი გამოხმაურება არასდროს გვქონია. ხარისხთან დაკავშირებით გვაქვს ლაბორატორიული დასკვნები. ჩვენი პროდუქციის ფასი საბაზრო ფასისგან დაახლოვებით 10%-ით განსხვავდება, რადგან ჩვენთან ყველაფერი მაღალი ხარისხისაა“, - აღნიშნა უშანგი კევლიშვილმა.
ჯანსაღ საკვებს განსაზღვრავს ჯანსაღი პროდუქტი და მისი მომზადების წესი. კვება არის უმთავრესი ფაქტორი ადამიანის ორგანიზმის პოზიტიური თუ ნეგატიური ფუნქციონირებისთვის. დღეს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, გადასულია ჰიბრიდულ პროდუქციაზე, რაც არაერთი დაავადების გამომწვევია და ამის დასტური ის ყოველდღიურობაა, რომელსაც ირგვლივ ვხედავთ. სწორედ ამიტომ bioshop.ge ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და ჯანსაღი კვების რაციონზე.