ორსულობა მეგან მარკლისთვის ცხოვრების რეჟიმის სრულად გამოცვლას დაუკავშირდა. ჰერცოგინიამ კვების რაციონში მეტი თევზეული და ხორცის პროდუქტები დაამატა. ასევე, აღარ იღებს ალკოჰოლურ სასმელებს, მხოლოდ კვირაში ერთხელ 1 ჭიქა თეთრ ღვინოს სვამს.
საუზმე
მეგან მარკლი კონსულტაციისთვის თავის მეგობარს, ფიტნეს-ცენტრის ქსელის მფლობელს და 3 შვილის დედას, ჰიზერ დორაკს ხშირად მიმართავს. ჰოლივუდის ცნობილმა გურუმ ჰარის მეუღლეს საუზმეზე შვრიის ფაფის მირთმევა ურჩია, კენკრითა და ხილით. ასევე, პროტეინებით სავსე სმუზი ბერძნული იოგურტისგან, არაქისის კარაქი, ჩიას თესლები და კალეს კომბოსტო. როგორც ცნობილია, ორსულობის დროს რძის პროდუქტები ყველაზე სასარგებლო ელემენტებად ითვლება, რადგანაც კალციუმისგან, რკინისგან და ცილებისგან შედგებიან. ეს ნივთიერებები ნაყოფის ზრდას და განვითარებას უზრუნველყოფენ.
ლანჩი
მეგანის ერთ-ერთ ცნობილ ლანჩის სახეობაზე ბევრი სტატია დაწერილა. ეს არის ტოსტი რუხი პურითა და ავოკადოთი. ის საჭირო რაოდენობის სასარგებლო ნახშირწყლებს და მჟავებს შეიცავს, რომლებიც მომავალი დედების ორგანიზმისთვის აუცილებელია.
რეცეპტი
დრო: 10წთ
პორცია: 1/2
ინგრედიენტები:
1 მწიფე ავოკადო
2 ხორბლის პურის ნაჭერი
1/2 ჩ.კ. ლიმნის წვენი
1/2 ჩ.კ. ზღვის მარილი
შავი პილპილი
რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი
მომზადება:
გაასუფთავეთ ავოკადო, დაჭერით ნაჭრებად და ჩანგლის მეშვეობით პიურედ აქციეთ. დაამატეთ ლიმნის წვენი, ზღვის მარილი, პილპილი და ზეითუნის ზეთი. შეწვით ტოსტი მშრალ ტაფაზე ან მოამზადეთ ტოსტერში. წაუსვით პურს პიურე და მოხარშულ კვერცხთან ან კინოას სალათასთან ერთად მიირთვით.
სადილი
მეგან მარკლი გიჟდება ქათამზე და თავის დიდ სისუსტედ გამომცხვარ ფრინველს მიიჩნევს. ორსულობის დროს ცილის მიღება გაზარდა და სადილს სალათა ქათმით, პომიდვრით და თხილის სოუსით დაუმატა. ასევე, ჰერცოგინია კვირაში რამდენჯერმე ბარდას, კინოას ან ბულგურის სალათს მიირთმევს, წითელი თევზით და გამომცხვარი ბოსტნეულით.
5 საათზე ჩაი
ინგლისში გადასვლისას მეგან მარკლმა ბრიტანული ჩაის სმის ტრადიცია შეითვისა. მეგობრების თქმით, ჰარი და მეგანი დღის 5 საათზე აუცილებლად მიირთმევენ ჩაის. ჰერცოგინია თავად ადუღებს რამდენიმე სახის ჩაის, მათ შორის გვირილისა და პიტნის. საყვარელი ჩაია ჟასმინის, შავი ქონდარის ფოთლებით, ჟოლოსი და ასკილის.
ვახშამი
ორსულობამდე მეგანს ფრანგული ყველი, სუში, პასტა და ზღვის პროდუქტები უყვარდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საკუთარი მდგომარეობის შესახებ შეიტყო, კვების ჩვევები შეიცვალა. ახლა ვახშამზე უპირატესობას ანიჭებს საქონლის ხორცის ან კალმახის სტეიკს, გარნირად ბრიუსელის კომბოსტოს, ჭარხალს, ყაბაყს, ბადრიჯანს. თუ უფრო მსუბუქი ვარიანტი სურს, კენკრის, ქოქოსის ან კრევეტების კერძს მიირთმევს, გრილზე გაკეთებულს პესტოს სოუსით.