ყველიერის კვირა - ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ამ დროს იკრძალება ხორცის მიღება, თუმცა ხსნილია რძის ნაწარმით და კვერცხით. ჩვენ შემოგთავაზებთ ყველიერის კვირისთვის ხუთი შესაფერისი კერძის რეცეპტს, რომელიც თქვენს მენიუს უფრო მრავალფეროვანს გახდის.
ბლინები
კვერცხი 3 ცალი
ფქვილი 50 გრ
რძე 200 გრ
გამდნარი კარაქი 2 ს.კ
შაქარი 1 ს.კ
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი: კვერცხი, კარაქი და მარილი კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ გამდნარი კარაქი და რძე. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და ისევ ათქვიფეთ. დაასხით ცომი ცხელ ტაფაზე და გამოაცხეთ სიფრიფანა ბლინები ორივე მხრიდან. ბლინისთვის გულსართად გამოიყენეთ რაც გინდათ, მაგალითად, ხაჭო, არაჟანი, ხილის ჯემი ან თაფლი.
ყველის ღვეზელი
ყველი (მაგარი, ქარხნული) - 400 გრ.
არაჟანი (20% ცხიმიანობით) - 240 გრ.
კარაქი - 60 გრ.
ცომის გამაფხვიერებელი - 2 ჩ. კ.
პურის სოდა - 0, 5 ჩ. კ.
მარილი - ერთი მწიკვი
ფქვილი - რასაც შეიზელს
კვერცხის გული - 1 ც.
ვანილი გემოვნებით
მოზადების წესი: სახეხზე გახეხეთ ყველი და მოათავსეთ ღრმა თასში.ცალკე ჭურჭელში ერთმანეთს შეურიეთ1 ჭიქა ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. ამ მასალას ჩანგლით შეაზილეთ კარაქი. როდესაც ერთგვაროვან მასას მიიღებს შეურიეთ გახეხილ ყველას და დაამატეთ შემდგომ ყველაფერი და დაუმატეთ იმდენი ფქვილი, რომ ცომის მოცულობა მიიღოთ. გააბრტყელეთ თითოეული გუნდა ცალ-ცალკე 2 სმ-ის სისქეზე და გაყავით 8 ნაწილად. კვერცხის გულს შეურიეთ ცოტა არაჟანი რძე ან წყალი, ცოტა ვანილი და გადაუსვით კვერებს. გააცხელეთ ღუმელი და 20 წუთით გააჩერეთ.
სოკოს და ბრინჯის სუპი ყველით
100 გრ სოკო
2 ს.კ კარაქი
2 ც ხახვი
150 გრ ხახვი
დახეხილი ყველი გემოვნებით
ქინძი, კამა, ოხრახუში
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი: სოკო კარგად გავრეცხოთ დავასხათ წყალი და ვხარშოთ 2 საათი.სოკოს ნახარში გადავწუროთ და დავუმატოთ ისევ ცოტა წყალი.სოკო და წვრილად დაჭრილი ხახვი მოვათავსოთ ბულიონში.
ბრინჯი გადავარჩიოთ და გავრეცხოთ. ჩავყაროთ ბულიონში, დავუმატოთ მარილი, პილპილი ჩავაგდოთ კარაქი და ვადუღოთ ბრინჯის მოხარშვამდე. მზა კერძს გემოვნებით ჩააყარეთ დახეხილი ყველი.
სუფრასთან მიტანამდე მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილები.
მაწვნის სუპი
მაწონი 500 გრ
წყალი 500 მლ
ბრინჯი 3 სკ
ხახვი 1 თავი
ნიორი 1 კბილი
კარაქი 30 გრ
კვერცხი 1 ცალი
კამა და ქინძი
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი: გარეცხეთ და მოხარშეთ ბრინჯი, შემდეგ წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში. 1 ქილა მაწონში ათქვიფეთ 1 ცალი კვერცხი ჩაასხით 500 მლ წყალი, შემდეგ მოურიეთ და მიიყვანეთ ადუღებადე. როგორც კი დუღილს დაიწყებს ჩააყარეთ მოშუშული ხახვი, მოხარშული ბრინჯი, მარილი, მწვანილები და ნიორი.მოურიეთ და შემდეგ ჩაახალეთ მთელი კვერცხი. ცეცხლი გამორთეთ მხოლოდ მაშინ, როცა კვერცხი თქვენ სასურველ დონეზე მოიხარშება.
გამომცხვარი კარტოფილი ყველით
1 კგ კარტოფილი
150 გრ ყველი
4 ცალი კვერცხი
60 გრ კარაქი
1 ჭიქა რძე
მწვანე ხახხვი
მარილი გემოვნებით
მოზადების წესი: კარტოფილი გავფცქვნათ, დავჭრათ სიგრძეზე და შევწვათ ცხიმში და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. რძეში ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ მარილი, შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ყველი, შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ.