ცნობილი მზარეულის, ჯეიმი ოლივერის ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია „ჯეიმი ამზადებს იტალიაში“. „თუ იტალიაში რაიმე შეუცვლელი რჩება, ეს საკვების მიმართ ლტოლვაა. გემრიელი კერძები ყველა იტალიელის გულში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. აქაური კერძები, გემრიელი, მარტივი და შთამბეჭდავია“ - წერს ჯეიმი თავის წიგნში. თუ ამ კერძებს სიყვარულით მოამზადებთ, მართლაც ფანტასტიკური გამოვა.
1. ლაზანია
8-10 პორცია
მომზადების დრო: 2 სთ და 20 წთ.
ინგრედიენტები:
4 დიდი ზომის პრასი
3 თავი კამა
6 კბილი ნიორი
50 გ ნაღების კარაქი
½ კონა ქონდარი (15 გ)
125 მლ მშრალი თეთრი ღვინო
75 გ ფქვილი
1,5 ლ რძე
1 მთლიანი მუსკატის თხილი
50 გ პარმეზანის ყველი
100 გ ყველი ტალეჯო
½ პასტის ცომი ან 400გ ლაზანიის მზა ფირფიტები
125 გ მოცარელა
100 გ ყველი გორგონზოლა
ზეითუნის ზეთი
მომზადება:
წვრილად დაჭერით პრასის თეთრი ნაწილი, კამა და ნიორი. დადგით ნელთბილ ცეცხლზე დიდი ქვაბი. წაუსვით ნაღების კარაქი. დაამატეთ ქონდარის ფოთლების დიდი ნაწილი და დაჭრილი ბოსტნეული. შეწვით 15 წუთი, მუდამივად ურიეთ. დაასხით ღვინო, დაახურეთ თავზე და კიდევ 20 წუთი ამზადეთ, სანამ ბოსტნეული რბილი არ გახდება. პერიოდულად ურიეთ, საჭიროების შემთხვევაში დაასხით წყალი.
დაამატეთ ფქვილი, აურიეთ და დაასხით თბილი რძე, ისევ მუდმივად ურიეთ. ქვაბში ცოტაოდენი მუსკატის თხილი მოათავსეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ ნახევარ-ნახევარი პარმეზანი და ტალეჯო. ორივე დაჭრილი. საგულდაგულოდ აურიეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი და გააცივეთ.
მიკროტალღური ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ. თუ ცომს იყენებთ, 2მმ სისქის მართკუთხედებად დაჭერით, სპეციალური ფირფიტების მსგავსად. ლაზანიას გამოცხობისთვის ფორმა მიეცით და დაამატეთ მოცარელას, გორგონზოლას და დარჩენილი ტალეჯოს ნაჭრები. თავზე სოუსის ფენით გადახურეთ. დარჩენილი პარმეზანი და სხვა ყველი 40 წთ ოქროსფერ შეფერილობამდე გამოაცხვეთ. დარჩენილი ქონდარის ფოთლები აურიეთ ზეითუნის ზეთში და ლაზანიას გამოცხობის დამთავრებამდე, 5 წუთით ადრე დაუმატეთ. გააცივეთ 15 წუთი და სუფრასთან მიიტანეთ.
“იტალიელები სეზონურ პროდუქტებზე გიჟდებიან, ცდილობენ ცხოვრება არ გაირთულონ და სამზარეულოში საქმეს დიდი მონდომებით შეუდგებიან. თუ მათ მიბაძავთ, არაჩვეულებრივი კერძების მომზადებას შეძლებთ და სუფრასთან მეგობრებსა და ახლობლებს ნამდვილად გააოცებთ.
მათი ერთ-ერთი საყვარელი კერძი მინესტრონეა ბრინჯით, სეზონური ბოსტნეულით და პარმეზანით. სუპი ძალიან ჰაეროვანი გამოდის. მისი მომზადებისას მუდამ ექსპერიმენტებს მივმართავ, ვცვლი პროდუქტებს სეზონის მიხედვით.“
2. მინესტრონე
6-8 პორცია
მომზადების დრო: 1 სთ და 10 წთ
ინგრედიენტები:
2 ხახვი
2 კონა ნიახური
ზეითუნის ზეთი
600 გ მწვანე ბოსტნეულის ნარევი. მაგალითად: კამა, ბროკოლი, ყაბაყი, სატაცური, კომბოსტო, ბარდა...
200გ ბრინჯი რიზოტოსთვის
2 ლ ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი
როზმარინის და ქონდარის ნარევი (30გ)
2 კბილი ნიორი
50 გ პარმეზანი
1 ლიმონი
მომზადება:
დაჭერით ხახვი და ნიახური, მოაჭერით ღეროები და დიდ ქვაბში მოათავსეთ. დაამატეთ 2ს.კ. ზეითუნის ზეთი და დადგით ნელთბილ ცეცხლზე. შეწვით 15 წთ, პერიოდულად ურიეთ. მოამზადეთ ბოსტნეული: დაჭერით ყაბაყი და კამა პატარა ნაჭრებად. წვრილად დაჭერით ბროკოლი და სატაცური, დაამატეთ კომბოსტო. ქვაბში დაამატეთ ბრინჯი, აურიეთ და დაასხით ბულიონი. დაუმატეთ ბოსტნეულიც. მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 15 წთ.
პესტოსთვის ცალკე დაჭერით ნიორი და დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი. წვრილად დაჭერით პარმეზანი და ლიმნის ქერქი. მასთან ერთად დაუმატეთ ლიმნის წვენი და 4ს.კ. ზეითუნის ზეთი.
ქვაბში ბოსტნეული ჩაყარეთ და კიდევ 10-15 წთ ხარშეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაუმატეთ 1 კოვზი პესტო.