ზაფხული ახლოვდება, შესაბამისად ყველა ქალბატონს სურს ფორმაში ჩადგომა, რაც გემრიელი საჭმლის მოყვარულთათვის არც ისე მარტივია. თუმცა ჩვენ შემოგთავაზებთ საკმაოდ გემრიელი საჭმელების სიას, რომელთა დახმარებითაც კალორიების დაწვას ყველაზე მარტივად შეძლებთ.
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, თევზს შეუძლია დაგეხმაროთ არასასურველი ცხიმის დაწვაში. ველური ორაგული საკმაოდ დიდი რაოდენობით პროტეინს და ცხიმოვან მჟავას შეიცავს, რომელიც ებრძვის ორგანიზმში გაჩენილ ანთებებს და ეხმარება თქვენს მომნელებელ სისტემას, რაც ხელს უწყობს მეტი ცხიმების წვას. ასევე ორაგულში არსებული ცხიმების დახმარებით უფრო მეტად და დიდხანს ხართ დანაყრებული. გრილზე მომზადების შემთხვევაში ორაგული დაადეთ ლიმონის ნაჭრებს, რაც თქვენს კერძს ნაკლებად მშრალს გახდის.
მსგავსად ორაგულისა, ავოკადოში არსებული "სასარგებლო" ცხიმებიც დაგეხმარებათ გახდომაში. ავოკადო ხელს უწყობს შიმშილის მოკვლასა და ორგანიზმში სითხის შენარჩუნებას, ასეევე ის შეიცავს მაგნეზიუმს, რომელიც აუცილებელია წონაში უმტკივნეულოდ დაკლებისთვის. მაგნეზიუმი დაეხმარება თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ასევე დააბალანსებს შაქრის რაოდენობას სისხლში. იმისთვის, რომ ყველაზე გემრიელად და მარტივად მიირთვათ ავოკადო, ჩაანაცვლეთ კარაქიანი ტოსტი ავოკადოიანი ტოსტით და დაიკელით ზედმეტი წონა გემრიელად.
კვერცხი ცილებისა და ცხიმების საუკეთესო მიქსია, რომელიც ყველაზე კარგად წვავს ცხიმებს და გეხმარებათ მეტაბოლიზმში. კვერცხის ცილა მოიცავს სწორედ იმ ნივთიერებას, რომელიც გადაამუშავებს ცხიმებს, ასევე უტარებს დეტოქსს ისევე როგორც მთელ ორგანიზმს, ასევე თქვენს ნაწლავებსაც.
იოგურტი და კეფირი არის ორი პროდუქტი, რომელიც მსუბუქია და შეიცავს პრობიოტიკებს, რომლებიც ეხმარება არასასურველი ცხიმების წვისა და საჭმლის მონელების პროცესს.
ნუში, თხილი და ზოგადად მარცვლეული სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის, რა თქმა უნდა შეზღუდული რაოდენობით. ასევე თუკი ვარჯიშამდე მოგშივდათ, გირჩევთ მიირთვათ ნუში, რაც დაგეხმარებათ მეტი ცხიმის დაწვაში.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფორთოხალი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რაც ძალიან სასარგებლოა ჩვენი იმუნიტეტის გაუმჯობესებისთვის, მაგრამ გარდა ამისა იცოდეთ რომ ციტრუსები კლავს შიმშილს და წვავს დიდი რაოდენობით ცხიმს. ფორთოხალზე უკეთესი კი ამ საქმისთვის გრეიფრუტია, რომელიც არაჩვეულებრივად მოქმედებს მეტაბოლიზმზე. თუკი არ მოგწონთ გრეიფრუტის გემო, გირჩევთ გაწუროთ გრეიფრუტი და ფორთოხალი ერთად და მიირთვათ ახლად დამზადებული წვენი საუზმესთან ერთად.
კოფეინის შემცველობა ყავაში, მნიშნველოვნად ზრდის თქვენს მეტაბოლიზმს, რაც ამცირებს ნაწლავის კიბოს შეძენის რისკებს. ყავის მირთმევაც რეკომენდირებულია ვარჯიშამდე, რადგან მისი დახმარებით თქვენ უკეთესად დაწვავთ კალორიებსა და ცხიმებს.
მწვანე ჩაი არის მომხმარებლისთვის არსებული ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი სასმელი, რომელიც წვავს ცხიმებს. იმისთვის, რომ ის იყოს მაქსიმალურად ეფექტური, გირჩევთ დალიოთ 3-დან 5-მდე ჭიქა მწვანე ჩაი დღის მანძილზე.
კიდევ ერთი საუკეთესო პროდუქტი ცხიმების დაწვისთვის არის კენკრა, რომელიც ხელს უწყობს წონისა და ცხიმის შემცირებას. იმისთვის, რომ ყველაზე გემრიელად მიირთვათ კენკრა მიაყოლეთ შვრიას ან გააკეთეთ ეგრეთწოდებული Smoothie - სქელი სასმელი დამზადებული ხილისა და იოგურტისაგან.
ოსპი, ლობიო და ბარდა - ერთი ჯგუფის პროდუქტებია. სამივე მათგანი ცილებისა და მჟავების საუკეთესო მიქსია. მათი ცილები ეხმარება კუნთების ფორმირებას, რაც შესაბამისად აუმჯობესებს თქვენი კალორიებისა და ცხიმების წვის პროცესს.