ოსკარის დაჯილდოების შემდეგ, საპატიო სტუმრებმა წელსაც, რა თქმა უნდა, Vanity Fair-ის გლამურულ წვეულებაზე მოიყარეს თავი, სადაც განსაკუთრებით სუპერმოდელები ბრწყინავდნენ ლამაზ და გამომწვევ კაბებში.
ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი 37 წლის ბრაზილიელი სუპერმოდელი - ადრიანა ლიმა გახლდათ, რომლის ჩაცმულობამაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.
როგორც წვეულებიდან გავრცელებული კადრებიდან ჩანს, სასიამოვნო თუმცა დამღლელი დღის შემდეგ, გემრიელ და მსუყე საკვებზე უარს, როგორც ჩანს, ვერც მოდელები ამბობენ.
პაპარაცებმა ადრიანა წვეულების დატოვებისას, ჰამბურგერით ხელში დააფიქსირეს, რამაც საზოგადოება გაახალისა.
ზოგიერთმა გამოცემამ არა მოდელების მკაცრ დიეტას, არამედ თავად ჰამბრუგერის მირთმევის გარკვეულ უხერხულობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ადრიანა ოსკარის წვეულებაზე ჰამბურგერს მიირთმევს და მაინც ახერხებს, რომ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეს" - სწორედ ასე დაასათაურა ამ ინცინდენტისადმი მიძღვნილი სტატია Daily Mail-ის ცნობილმა გამოცემამ.