საყინულე საკვების შენახვის ეფექტური საშუალებაა, ოღონდ არა ყველა პროდუქტისთვის. წვეულებების შემდეგ ბევრი სვამს კითხვას: „რა ვუყოთ დარჩენილ საკვებს?“ რა თქმა უნდა, საყინულეში მოთავსება ადვილი გამოსავალია, მაგრამ ყველა მათგანი მინუს ტემპერატურას ვერ უძლებს. ზოგიერთი გემოს კარგავს, ზოგიერთი კი დადებით თვისებებს.
1. ადრე გაყინული წითელი ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები
წითელი ხორცი, ქათამი და ზღვის პროდუქტები მხოლოდ ერთხელ უნდა გაყინოთ. განმეორებითი გაყინვა დაავადების წარმომქმნელი ბაქტერიების გაჩენის რისკს გაზრდის. გამონაკლისი შემთხვევაა, თუ ხორცი მაცივარში მაქსიმუმ 5 გრადუსზე იყო შენახული, მაშინ გაყინვა უსაფრთხო იქნება.
2. მოხარშული მაკარონის და პასტის კერძები
რამდენიმე პორცია სპაგეტი დაგრჩათ? მათი საყინულეში გაგზავნა კარგი გამოსავალი არაა. ის მას უგემურ ლაფშად გადააქცევს.
3. ავოკადო
ავოკადო მინუს ტემპერატურაზე ნორმალურად შეინახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კურკას ამოაცლით, ნაჭრებად დაჭრით და ცოტაოდენ ლიმნის წვენს დაუმატებთ. ზოგადად, საყინულე ავოკადოს იმ გემოს და სტრუქტურას უფუჭებს, რის გამოც მილიონობით ადამიანს უყვარს.
4. რძე
ამგვარი ქმედების შემდეგ, რძე არაერთგვაროვან მასად იქცევა. გაყინული რძე შეგიძლიათ გამოიყენოთ კერძებისთვის, მაგრამ არც ცალკე და არც შვრიის ფანტელებზე დასამატებლად.
5. რბილი ყველი
ყველის სახეობები, როგორებიცაა პარმეზანი, გაუდა თუ შვეიცარიული, საყინულეში თავს მშვენივრად გრძნობენ, რასაც რბილ ყველზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.
6. შემწვარი კერძები
თუ ბევრი შემწვარი ქათამი ან თევზი დაგრჩათ, ქერქი მოაცალეთ, რადგანაც საყინულეში მოთავსების შემდეგ, ვერანაირ ხრაშუნა თუ რბილ ქერქზე ვეღარ იოცნებებთ. სახლში მომზადებული ჩიფსიც ვერ უძლებს დაბალ ტემპერატურას.
7. კიტრი
საყინულე ყველა ბოსტნეულს არ უხდება, განსაკუთრებით მათ, რომლებიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავენ. ასევე არ მოათავსოთ საყინულეში კომბოსტო და ყაბაყი. სიმინდი, გოგრა და პომიდორი ამ მხრივ გამძლეები არიან.
8. ყავა
ყავის მარცვლები და დაფქული ყავა საკუთარ სტრუქტურას დაკარგავენ. ასევე, საყინულის სურნელსაც შეიწოვენ.
9. სუნელები
გაყინული პილპილი, მიხაკი თუ ნიორი გემოს შეიცვლის და არა სასიკეთოდ.