გაზაფხული ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვნების მიხედვით მდიდარი სეზონია. ეს არის საუკეთესო დრო, როცა შეგვიძლია წავიდეთ მარკეტში, შევიძინოთ ჯანსაღი პროდუქტი და გავაკეთოთ სასარგებლო სასმელები. მოდით, ერთად გადავხედოთ 5 ჯანსაღ რეცეპტს, რომელიც სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის
1. ავიღოთ ერთი ჭიქა გაყინული კენკრა, ნახევარი ჭიქა წყალი და დაჭრილი ჭარხალი, ეს ყველაფერი ჩავყაროთ ბლენდერში, დავამატოთ 1 ჭიქა რძე და დავატრიალოთ, მომზადებას სულ ორი წუთი უნდა.
2. ნახევარ ჭიქა დაჭრილ ისპანაჰს დავუმატოთ ყინულები, ნახევარი ავოკადო, 1 ჭიქა დაწურული ბროწეულის წვენი. ეს ყველაფერი მოვათავსოთ ბლენდერში და დავატრიალოთ.
3. 5 ცალი სტაფილო, 1 პატარა ზომის ჭარხალი, 1 კიტრი. ამ ყველაფერს დავამატოთ ჯინჯერი გემოვნებით, შემდეგ მოვათავსოთ ბლენდერში და დავამატოთ 1 ჭიქა გაფილტრული წყალი.
4. 1 დიდ პაპაიას ნაჭერს დავუმატოთ ნახევარ ჭიქა ნატურალური იოგურტი, ნახევარი ჭიქა ნუში და 1 ჭიქა რძე, ეს ყველაფერი დავაბლებდეროთ მანამ სანამ ის თხელ კონსისტენციას არ მიიღებს.
5. 3 ვაშლს დავუმატოთ 1 ჭიქა ბროწეულს წვენი, დავაბლენდეროთ, თუ უპირატესობას ანიჭებთ ტკბილ სასმელს შეგიძლიათ დაუმატოთ წყალიც.