განწყობის ასამაღლებლად საუკეთესო საშუალება შოკოლადია. მას მრავალფეროვანი დესერტებისთვის გამოვიყენებთ.
1.„ტრიუფელი“
მომზადების დრო: 10წთ
პორცია: 12
ინგრედიენტები:
ნაღები — 190 მლ
კაკაოს ფხვნილი — 55 გ
შავი შოკოლადი — 148 გ
ლიქიორი — 25 მლ
მომზადება:
გაათბეთ ნაღები კაკაოს ფხვნილის მესამედ ნაწილთან ერთად, მოათავსეთ ბლენდერში და დაუმატეთ დარჩენილი კაკაო. მიღებულ მასას დაუმატეთ გამთბარი შოკოლადი და კვლავ ბლენდერში ათქვიფეთ. 40 გრადუს ტემპერატურაზე დაუმატეთ ლიქიორი, შეფუთეთ საკვებისთვის განკუთვნილ პარკში და მაცივარში ნახევარი საათით მოათავსეთ. ამის შემდეგ, მიეცით ფორმა.
2.“შოკოლადის ფონდანი“
მომზადების დრო: 20წთ
პორცია: 4
ინგრედიენტები:
კვერცხი — 8 ც.
შაქარი — 20 გ
შოკოლადი— 200 გ
ფქვილი— 40 გ
ზღვის მარილი — 5 გ
მომზადება:
აურიეთ კვერცხი შაქართან და ფქვილთან. დაასხით ეს მასა დამდნარ შოკოლადს. გამოაცხვეთ 180 გრადუზე 8-10 წუთით.
3.შოკოლადის ტორტი
მომზადების დრო: 30წთ
პორცია: 6
ინგრედიენტები:
მწარე შოკოლადი 70% — 340 გ
ნაღების კარაქი — 95 გ
გლუკოზის სიროფი — 1 ჩ.კ.
კვერცხი — 8 ც
შაქრის პუდრა — 40 გ
ზღვის მარილი
ნაყინი — 1 ბურთულა
მომზადება:
გაზქურა გაათბეთ 180 გრადუსზე. დაფას წაუსვით კარაქი. შოკოლადი და კარაქი დაადნეთ და აურიეთ. ამ მასას დაამატეთ რამდენიმე წამით ცეცხლზე გამთბარი გლუკოზის სიროფი. შემდეგ კვერცხის გულიც დაურთეთ და კარგად მოურიეთ.
კვერცხის ცილები ცალკე აურიეთ, დაამატეთ შაქრის პუდრა, ზღვის მარილი და კვლავ აურიეთ. შემდეგ, ცილის მასა პირველ ნარევთან შეაერთეთ. მიეცით ფორმა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთით. მორთეთ ნაყინის ბურთულით.