მიმართეთ მრავალფეროვნებას!
1. ლატე ქურქუმა
მომზადების დრო: 10წთ
პორცია: 1
ინგრედიენტები:
რძე — 240 მლ (ნებისმიერი)
ქურქუმა — 1 გ
თაფლი — 5-10 გ
დაფქული დარიჩინი გემოვნებით
მომზადება:
გაათბეთ რძე, არ მიიყვანოთ ადუღებამდე. გადმოდგით და დაამატეთ ქურქუმა, დარიჩინი და სხვა სუნელები სურვილისამებრ. ყველაფერი კარგად აურიეთ და 5 წთ გააჩერეთ. რაიმე ჭურჭელში საცერის მეშვეობით ჩაასხით და აურიეთ ბლენდერში. ჭიქაში ჯერ თაფლი მოათავსეთ, შემდეგ მიღებული მასა ჩაასხით.
2. რაფ ყავა
მომზადების დრო: 10 წთ
პორცია: 1
ინგრედიენტები:
რძე/ნაღები— 300 მლ
ესპრესო/შავი ყავა — 30 მლ
კარამელის სიროფი — 25 მლ
ვანილის შაქარი, შაქარი
კარამელის პოპკორნი
მომზადება:
მოამზადეთ ჭურჭელი. ჭიქა გამთბარი უნდა იყოს. ჩაასხით ყავის ასადუღებელ რკინის ჭურჭელში ნაღები, დაამატეთ ჩვეულებრივი და ვანილის შაქარი. მოამზადეთ ესპრესო და ჩაასხით ნაღებთან და შაქართან ერთად. ათქვიფეთ. მორთეთ პოპკორნით.
3. ყავა-ტონიკი
მომზადების დრო: 15წთ
პორცია: 1
ინგრედიენტები:
ყავა— 25 გ
წყალი — 330 მლ
ყინული
ტონიკი — 200 მლ
მომზადება:
მოხარშეთ ყავა ფრენჩ-პრესში - 25გ ყავა 330 მლ წყალში. გააცივეთ. შუშის ჭიქაში მოათავსეთ ყინული, დაამატეთ ნახევრამდე ალკოჰოლური სასმელი ტონიკი და ზევიდან ცივი ყავა დაასხით.
4. ბანანის ყავა
მომზადების დრო: 5 წთ
პორცია: 1
ინგრედიენტები:
1 ბანანის სმუზი
თაფლი — 1 ჩ.კ.
კაკაო — 1 ჩ.კ.
ახლად მოხარშული ყავა - 1 ჭიქა
რძე — 1 ჭიქა
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და აურიეთ.
5. ყავა ვიეტნამურად
მომზადების დრო: 10 წუთი
პორცია: 1
ინგრედიენტები:
დაფქული ყავა —15 გ
შესქელებული რძე — 20 გ
ცხელი წყალი — 100 მლ
მომზადება:
ადუღებულ წყალში შესქელებული რძე ჩაასხით. გადაასხით ყავისთვის განკუთვნილ მეტალის ფილტრში და დაამაგრეთ ჭიქას. ფილტრის კიდეზე თანაბრად გაანაწილეთ დაფქული ყავა, დააწექით ზევიდან. ჩაასხით 20 მლ ადუღებული წყალი და გააჩერეთ 1 წთ.
6. ლატე ტოფი
მომზადების დრო: 10 წთ
პორცია: 1
ინგრედიენტები:
დაფქული ყავა
რძე — 180 მლ
კარამელის სოუსი — 40 გ
მომზადება:
აურიეთ კარამელის სოუსი და რძე. მოხარშეთ ჩვეულებრივი რაოდენობის ესპრესო და დაამატეთ ჭიქას სოუსით და რძით. გაათბეთ მიღებული პროდუქტები. გადაასხით ჭიქაში.