თანამედროვე სამყაროში, სამზარეულოს საქმეებში უკვე ბევრი მარტივი ნივთი გვეხმარება. ისინი ქმნიან მყუდრო და მოდურ ატმოსფეროს, გვიმაღლებენ განწყობას, შთაგვაგონებენ კულინარიულ ექსპერიმენტებს, საკვების მომზადებას ნაკლებად შრომატევადს ხდიან და ა.შ. მათ, ვისაც მზარეულობა ხიბლავთ, ეს ორიგინალური და სასარგებლო ნივთები აუცილებლად გამოადგებათ.
1. ქვაბში დაკიდული სათავსოების ნაკრები
იმისთვის, რომ კვება უფრო ჯანსაღი და სასარგებლო გახადოთ, არაა აუცილებელი ძვირადღირებული სამზარეულოს ტექნიკა იყიდოთ. ეს ნაკრები ნამდვილი ხსნაა მათთვის, ვისაც ფუნქციური და კომპაქტური ნივთები უყვარს. ისინი მოხერხებულად უმაგრდებიან ქვაბის ზედაპირს, ადვილად ირეცხებიან და სამზარეულოში მინიმალურ ადგილს იკავებენ. ზომები სხვადასხვა ტიპის პროდუქტისთვისაა გათვლილი.
2. დაფა-ტრანსფორმერი
ბრენდ Joseph Joseph-ის მიერ შემოთავაზებულმა უნიკალურმა სამზარეულოს დაფამ საყოველთაო პოპულარობას მიაღწია. მასზე ნებისმიერი პროდუქტის დაჭრაა შესაძლებელი, ერთი ხელის მოძრაობით კი ნიჩბის ფორმას იღებს და მასზე მოთავსებული პროდუქტი სალათსა თუ ქვაბში ადვილად თავსდება.
3. გრაფინი ხილიანი წყლისთვის
წყალი ხილით ჯანსაღი კვების მიმდევრებში ნამდვილი ტრენდი გახდა. ის სავსეა ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, ასუფთავებს ორგანიზმს და უბრალოდ ძალიან გემრიელია. მისი მეშვეობით სახლში სასარგებლო წყალს ადვილად მოამზადებთ. ფორმის წყალობით, დასასხმელად მოხერხებულია და თავსახური სითხეს გარშემო არსებული სურნელებისგანაც იცავს. თერმული მინის წყალობით გრაფინი ცხელი სასმელებისთვისაც გამოდგება.
4. სპაგეტის კოვზი
პასტის მოყვარულთათვის ეს ნივთი სამზარეულოს შეუცვლელი ატრიბუტია. მისი დახმარებით სწრაფად და მოხერხებულად გაანაწილებთ მაკარონს თეფშებზე. კოვზზე მოთავსებული კბილები სპაგეტს იჭერენ, ზედმეტი სითხე კი ხვრელების მეშვეობით ქვაბში ბრუნდება.
5. ნაკრები გაყინული ხილისთვის
რატომ უნდა იყიდოთ გაყინული ხილი, როცა მას სახლშიც მოამზადებთ, ამასთან, ნატურალური ინგრედიენტებით? კომპაქტური ნაკრები გემრიელი და სასარგებლო დესერტის მომზადებაში დაგეხმარებათ. უბრალოდ მოათავსეთ ჯოხები სპეციალურ ფორმაში, დაასხით ხილის წვენი და საყინულეში შედეთ. 7-10 წუთის შემდეგ მზად იქნება.
6. დაწნული ჩანთა კედელზე
ეს ნივთი იტალიაში ეკოსტილის მოხერხებულ და ელეგანტურ ნაწილად ითვლება. საყვარელი საკმაზების, ზეთების და ძმრის ბოთლები სამზარეულოში ფუსფუსისას მუდამ ხელმისაწვდომად გექნებათ. კალათა კედელზე მაგრდება და სივრცის ეკონომიასაც აკეთებს. ასევე, შეგიძლიათ მასში კულინარიული წიგნები და ჟურნალები მოათავსოთ, რათა თაროებსა და მაგიდაზე ხელს არ გიშლიდნენ.
7. ქილა ყავის საფქვავით
ეს არის მოწყობილობა „ორი ერთში“. ყავის საფქვავი ჭიქა არომატული ყავის მოყვარულთათვის ძალიან საყურადღებო საჩუქარია. მარტივი მექანიზმის წყალობით ის მარცვლებს ფხვნილად აქცევს, ჰაერს გარეთ არ გამოუშვებს და გემრიელი ყავის დაგემოვნების საშუალებას მოგცემთ.
8. ჯაგრისი დანებისა და ჩანგლებისათვის
ჭურჭლის ღრუბლის მშვენიერი ალტერნატივა - ეს ჯაგრისი დანებსა და ჩანგლებს სწრაფად და უსაფრთხოდ გაგარეცხინებთ. მოხერხებული კონსტრუქციის წყალობით ორივე მხარეს ერთდროულად გაასუფთავებთ და დროს დაზოგავთ. ახლა უკვე შეგიძლიათ გარეცხოთ ბასრი დანები და არ გეშინოდეთ დაზიანების. ადვილად გაასუფთვებთ ჩანგლის კბილებს შორის არსებულ სივრცეს.
9. ჭკვიანი სახეხი
მას ორი სახის სამართებელი აქვს: ფართო ყველისა და ბოსტნეულისთვის და წვრილი პარმეზანისა და ქერქებისთვის. დამატებით კომფორტს ქმნის სახელური, რომელიც მაგიდას ეყრდნობა ან საშუალებას გაძლევთ პროდუქტი კერძს პირდაპირ ზევიდან დაახეხოთ. სახეხს კონტეინერი მოყვება, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაზომოთ დაჭრილი ინგრედიენტები და ნივთი დაცულად შეინახოთ.
10. ბატი-ბუტის მოსამზადებელი ჭიქები
სახლში ფილმის ყურება პოპკორნის მირთმევის სურვილს გვიჩენს. ამ სპეციალური ჭიქების მეშვეობით ბატი-ბუტს მიკროტალღურ ღუმელში წუთებში მოამზადებთ. გამზადებას თავსახურის ავტომატური მოძრობა მიგახვედრებთ. ამ შემთხვევაში ზეთი არ გჭირდებათ, ამიტომაც პროდუქტი დაბალკალორიული გამოდის.