გორდონ რემზი მსოფლიო კულინარიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ბრიტანელი მზარეულის რესტორნებმა მიშლენის 16 ვარსკვლავი დაიმსახურეს. 52 წლის ასაკში, გორდონი რამდენიმე წარმატებულ სატელევიზიო შოუს მართავს და წიგნებს წერს, ასევე აქტიურადაა ჩაბმული სოციალურ ცხოვრებაში.
1. საქონლის ხორცი „ველინგტონი“
ინგრედიენტები:
750 გ საქონლის ხორცის ფილე
400 გ ქამასოკო
6 ნაჭერი ბეკონი
1 ს.კ. ინგლისური მდოგვი
500 გ ფენოვანი ცომი
2 კვერცხის გული
1 კბილი ნიორი
1 კონა ქონდარი
ზეითუნის ზეთი
მარილი
დაფქული შავი პილპილი
მომზადების ხერხი:
დაჭერით სოკო, მოათავსეთ მცირეოდენ საკმაზთან ერთად სამზარეულოს კომბაინში და ერთიან მასამდე მიიყვანეთ. შემდეგ ეს სოკოს მასა გახურებულ ტაფაზე მოათავსეთ. მოამზადეთ 10 წუთის განმავლობაში, აურიეთ, რათა ძლიერ ცეცხლზე ზედმეტი სითხე აორთქლდეს. გაახურეთ მეორე ტაფა და დაასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. საქონლის ხორცს მოაყარეთ სუნელები და შეწვით ცხელ ტაფაზე. თითო მხარეს 30 წამის მანძილზე გააჩერეთ.
რემზის რჩევით, შეწვის შემდეგ საქონლის ხორცი უნდა გააცივოთ და ზემოდან მდოგვი წაუსვათ. დააფარეთ მაგიდას საკვების შესაფუთი პარკი და დააწყვეთ ბეკონი. ბეკონზე სოკოს ნაზავი გაანაწილეთ, შემდეგ შუაში საქონლის ხორცის ფილე მოათავსეთ. დააფარეთ საკვებისთვის განკუთვნილი პარკი და როლივით დაახვიეთ. პარკი არ მოაშოროთ. შეინახეთ მაცივარში 15-20 წუთის მანძილზე, რათა ფორმა დაფიქსირდეს.
ფენოვან ცომს მართკუთხა ფორმა მიეცით, მოხსენით პარკი საქონლის ხორცს და ცომის ცენტრში მოათავსეთ. ხორცის გარშემო წაუსვით კვერცხის გული. მოაჭერით ხორცს ზედმეტი ნაწილები. მაცივარში 5-10 წთ გააჩერეთ.
მაცივრიდან გამოღების შემდეგ, მოაყარეთ ზღვის მარილი და გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ მიკროტალღურ ღუმელში. გარკვეული დროის შემდეგ, ტემპერატურა 180 გრადუსამდე შეამცირეთ და ცხობა კიდევ 15 წუთს განაგრძეთ.
მას შემდეგ, რაც კერძს გაზქურიდან გამოიღებთ, 10-15 წუთის მანძილზე გააცივეთ, შემდეგ დაჭერით ნაჭრებად. ხორცი შიგნით ვარდისფერი შეფერილობის უნდა იყოს. გარნირად გამოიყენეთ კარტოფილი ან სალათი.
2. კატალონური კრემი
ინგრედიენტები:
კვერცხის გული – 4 ც.
შაქარი – 70 გ
სიმინდის სახამებელი – 2 ს.კ.
რძე– 250 მლ
ცხიმიანი ნაღები – 250 მლ
ყავისფერი შაქარი
1 ლიმნის და 1 ფორთოხლის ქერქი
დარიჩინი – 1
მომზადების ხერხი:
დიდ ჯამში მოათავსეთ კვერცხის გული, შაქარი, ქერქი, ნაღები და რძე. საგულდაგულოდ მოურიეთ და ქვაბში გადაიტანეთ. დაამატეთ დარიჩინი და ნელთბილ ცეცხლზე დადგით. ურიეთ ხის კოვზით, სანამ კრემი არ დათხელდება. გადმოიღეთ ცეცხლიდან, საცერში გაატარეთ, ფორმებში ჩაასხით და მაცივარში მოათავსეთ. კრემი გააჯერეთ ყავისფერი შაქრით, შედგით მიკროტალღურ ღუმელში, აცადეთ გამუქება.
3. ხორცის ნამცხვარი
ინგრედიენტები:
1 კგ ცხვრის ხორცის ფარში
1 ხახვი
2 პრასი
1 ს.კ. ტომატ პასტა
1-2 ს.კ. სოუსი „Worcestershire“
100 მლ წითელი ღვინო
2 კონა როზმარინი
250 მლ ქათმის ბულიონი
750 გ კარტოფილი
100 გ ყველი
3 მწვანე ხახვი
50 გ ნაღების კარაქი
100 მლ რძე
1 კბილი ნიორი
ზეითუნის ზეთი
ზღვის მარილი
დაფქული შავი პილპილი
მომზადების ხერხი:
პირველ რიგში ვამზადებთ პიურეს. გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით 4 ნაწილად და მარილიან ადუღებულ წყალში მოათავსეთ. მოხარშეთ.
შიგთავსი: ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ ფარში. განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით და რამდენიმე წუთის მანძილზე ვარდისფერი ან ყავისფერი შეფერილობის მიღებამდე შეწვით. გადაიტანეთ ჭურჭელში.
იმავე ტაფაზე 5 წუთის მანძილზე შეწვით დაჭრილი ხახვი და პრასი. მოურიეთ, დაამატეთ სოუსი და ტომატ-პასტა. დააბრუნეთ შემწვარი ფარში ტაფაზე, ყველაფერი აურიეთ. დაამატეთ წითელი ღვინო და 1-2 წუთის მანძილზე მოამზადეთ. შემდეგ დაუმატეთ ქათმის ბულიონი და 3 წუთი ხარშეთ.
აიღეთ როზმარინი, გააცალკევეთ ფოთლები ღეროებისგან და დაუმატეთ ფარშს მარილთან და წიწაკასთან ერთად. ნელთბილ ცეცხლზე 10-15 წთ ადუღეთ.
პიურე: დაასხით წყალი და დაჭყლიტეთ კარტოფილი. დაჭერით მწვანე ხახვი და დაუმატეთ რძეს და ნაღების კარაქს პიურეში. აურიეთ. მიღებული ფარში სპეციალურ ფორმებში მოათავსეთ, ზევიდან პიურე გადაუსვით. ნამცხვარი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.