49 წლის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ასაკის მიუხედავად, ყოველთვის ახალგაზრდულად და ფანტასტიურად გამოიყურება. მისი თქმით, ფორმის შესანარჩუნებლად სწორი კვება და ვარჯიში ეხმარება.
ჯენიფერ ლოპესმა სოციალურ ქსელ Instagram - ზე ფოტო გამოაქვეყნა და თავის გამომწერებს შეახსენა რომ 10 დღიანი დიეტა დასრულდა, მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მასთან ერთად იცავდა დიეტას და გულშემატკივრობდა. ამ ხნის განმავლობაში მას რაციონიდან შაქარი და ნახშირწყლები ჰქონდა ამოღებული.
მომღერალმა ასევე დაპოსტა ვიდეო , სადაც გემრიელი კერძები ჩანს. მან წარწერაც კი გაუკეთა - ამისთვის ღირდა ლოდინი.“
„ჩვენ რამდენიმე დღით შევისვენოთ და შემდეგ ისევ გავაგრძელოთ დიეტა.“ - ასეთი შეთავაზება გაუკეთა ჯენიფერმა თავის გულშემატკივრებს.
P.S თუ თქვენ ჯენიფერ ლოპესის დიეტას გაიმეორებთ, 10 დღეში 3 დან 5 კილოგრამამდე დაიკლებთ.