მსოფლიოში რძიან ყავას რძეს ან მის მსგავს ნივთიერებებს ურევენ ფხვნილის სახით. მაგრამ, შვედეთში უპირატესობას სხვა რძის ნაწარმს ანიჭებენ: სკანდინავიის ნახევარკუნძულის მკვიდრები ყავაში ყველს ამატებენ!
მიღებულ სასმელს "ყველიან ყავას" - kaffeost-ს უწოდებენ. ის მარტივად მზადდება: ყველი ნაჭრებად უნდა დაჭრათ და ცხელ ყავაში ჩაყაროთ. შემდეგ აურიოთ, რათა ნაჭრები ზევით მოექცეს. ყველს კოვზით პირდაპირ სასმლიდან მიირთმევენ, ის ყავას განსაკუთრებულ არომატს და გემოს ანიჭებს.
შევედები ამ სასმლისთვის ყველის სპეციალურ სახეობასაც კი აწარმოებენ, სახელად kaffeost. ის ევროპაში ახალი ტრენდია და ლატესა და კაპუჩინოს მნიშვნელოვან მეტოქედ და ყავის მოყვარულებში ორიგინალურ ალტერნატივად იქცა. ყავას ყველით უკვე შეხვდებით საფრანგეთსა და ამერიკაში. მიმართეთ ექსპერიმენტებს!