"რომით გლინტვეინს არაფერი დაუშავდება" - ალბათ გაიფიქრა მან, ვისაც გათბობა ძალიან სურდა. ბოთლი ქვაბისკენ მიმართა და არც შემცდარა. არომატულ ცხელ ღვინოსთან თურმე ბევრი რამაა გემრიელი - ყავა და ლავანდაც კი.
გლინტვეინი რომით
1 ბოთლი საყვარელი ღვინო
3 ს.კ. თაფლი ან შაქარი
3-4 მიხაკი
დარიჩინის ჯოხი
100 მლ რომი
1 გასუფთავებული ფორთოხალი
1 ს.კ. ჯანჯაფილი
ღვინო ფორთოხლის ნაჭრებით, დარიჩინით და ჯანჯაფილით გააცხელეთ ნელთბილ ცეცხლზე 15 წთ-ით. არ მიიყვანოთ ადუღებამდე. გადმოიღეთ და დაამატეთ თაფლი ან შაქარი და რომი.
გლინტვეინი ლავანდითა და ბურბონით
1 ბოთლი საყვარელი ღვინო
100 მლ ბურბონი
4 ს.კ. თაფლი
1 დაჭრილი ვაშლი
დარიჩინის ჯოხი
1\2 ჩ.კ. დაჭყლეტილი ლავანდა
ღვინო ვაშლით, დარიჩინით და ლავანდით გაათბეთ ნელთბილ ცეცხლზე 15 წთ, მაგრამ არ მიიყვანოთ ადუღებამდე. გადმოიღეთ და დაამატეთ თაფლი და ბურბონი.
გლინტვეინი ყავით და თხილით
1 ბოთლი საყვარელი ღვინო
1\2 ლიმონი
1 ფორთოხალი
1 ესპრესო
100 გ შაქარი
დარიჩინი, მუსკატის თხილი
2-3 მიხაკი
ღვინო ყავით, ლიმნით, ფორთოხლით, შაქრით, დარიჩინით, მუსკატის თხილით და მიხაკით გაათბეთ ნელთბილ ცეცხლზე 15 წთ, მაგრამ არ მიიყვანოთ ადუღებამდე.