სასექსის ჰერცოგინია უკვე რამდენიმე თვეა, რაც კენსინგტონის სასახლეში გარკვეულ ცვლილებებს ახორციელებს და როგორც აღმოჩნდა, ამას ვერც პრინცი ჰარის კვების რაციონი გადაურჩა. მეგან მარკლი ყოველთვის დაკავებული იყო იოგით და ჯანსაღ კვებასაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთი მავნე საკვები მეუღლის კვების განრიგიდანაც ამოიღო.
სამეფო ოჯახის ბიოგრაფის - ენდრიუ მორტონის ინფორმაციით, მეგანს დიდი გავლენა აქვს მეუღლეზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება და ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მათი პირველი შეხვედრებიდან დაიწყო.
"ჰერცოგინიას უყვარს საჭმლის მზადება, ახალი კერძების მოსინჯვა და ექსპერიმენტების ჩატარება, რამენადაც ის ამაში კარგად ერკვევა მან რადიკალურად შეცვალა მეუღლის მაცივრის შიგთავსიც"-აღნიშნა მან.
რისი პოვნა შეიძლება ახლა წყვილის სამზარეულოში? მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი საკვების.
"მეგანი სახლს არასდროს ტოვებს ჰუმუსის (მუხუდოს აღმოსავლური პასტა), სტაფილოს, ხილს წვენის, ნუშისა და ჩიას მარცვლებისგან დამზადებული პუდინგის გარეშე" - ამბობს ენდრიუ.
შესაბამისად, ნათელია რომ ჰარის მოუწევს უარი თქვას მაღალკალორიულ თუ არაჯანსაღ საკვებზე, რომლითაც თავიდ განებივრება, ზოგადად, ყველას უყვარს.