დიდი ბრიტანეთის ცნობილმა და გამორჩეულმა შეფ-მზარეულმა ზუსტად იცის რა უხდება ყველაზე მეტად საახალწლო სუფრას. 2019 წელი კარს მოგვადგა და ყველა სადღესასწაულო სუფრის გაწყობისთვის ემზადება. გთავაზობთ ჯეიმი ოლივერის სამ საუკეთესო რეცეპტს, არჩევანი თქვენზეა!
#1 გამომცხვარი ღორის ფეხი
ინგრედიენტები:
1 ღორის ფეხი (3კგ)
6 გასუფთავებული ხახვი
2 ს.კ. ქინძის თესლი
1 ს.კ. თეთრი წიწაკა
6 დაფნის ფოთოლი
ზეითუნის ზეთი
შალფეის და როზმარინის ფოთლები
1 ს.კ. ფქვილი
დიდი კონა ოხრახუში
1–2 ს.კ. მდოგვი
ზღვის მარილი
მომზადება:
გაათბეთ მიკროტალღური ღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურაზე. ღორის ფეხი ზიგზაგურად დაჭერით. ხახვი ნახევრებად დაჭერით და ზევიდან ხორცი დაადეთ.
დანაყეთ ქინძი, თეთრი წიწაკა და 2 ჩ.კ. ზღვის მარილი. დაამატეთ დაფნის ფურცლები და კვლავ დანაყეთ. მხოლოდ ზეითუნის ზეთი დაასხით.
ეს მასა ფეხს გადაასხით, არ გამოტოვოთ არცერთ გაჭრილი ადგილი. გამოაცხვეთ 35-40 წთ. შემდეგ ტემპერატურა 170 გრადუსზე ჩამოიყვანეთ და კიდევ 3.5 სთ აცხვეთ. მზა ხორცი ძვალს ადვილად უნდა ძვრებოდეს.
აურიეთ შალფეის და როზმარინის ფოთლები ზეითუნის ზეთში და მოასხით ღორის ხორცს. დააბრუნეთ გაზქურაში, რათა ისინი შეიწოვოს.
გამოიღეთ ღორის ხორცი და დაფაზე ხახვთან ერთად მოათავსეთ. ფოლგით გადახურეთ და დატოვეთ სანამ გარნირს მოამზადებთ.
#2 არომატული საახალწლო ინდაური
ინგრედიენტები
2–4 მანდარინი (გაყავით შუაზე)
1 ინდაური
როზმარინი და ქონდარი
დაფნის ფურცელი
2–3 სტაფილო
3 ხახვი
2 ნიახური
მომზადება:
ჯეიმის რჩევა: იდეალური ინდაური 6-8 კგ უნდა იყოს. გამოიღეთ მაცივრიდან მომზადებამდე რამდენიმე საათით ადრე.
გაათბეთ მიკროტალღური ღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურაზე. ინდაურის მუცელში მოათავსეთ მანდარინი და მწვანილი. ფოლგაში გახვეული ინდაური ღუმელში მოათავსეთ და 180 გრადუსამდე დაწიეთ.
მომზადების დრო ფრინველის წონის მიხედვით უნდა განისაზღვროს. 1 კგ-ზე 35-40 წთ მოდის. 7 კგ ინდაურმა ღუმელში 4-4.5 სთ უნდა გაატაროს.
3.5 სთ-ის შემდეგ მოხსენით ფოლგა.
დასრულების შემდეგ გამოიღეთ და წვენისგან გაანთავისუფლეთ. ფოლგაში ან პირსახოცში შეახვიეთ რამდენიმე საათი და შემდეგ დაჭერით მაგიდაზე მისატანად.
#3 ტკბილი ორცხობილა
ინგრედიენტები
180 გ ფქვილი
100 გ ცივი ნაღების კარაქი კუბიკებად დაჭრილი
50 გ შაქარი
მანდარინის ცედრა
1/2 ჩ.კ. დარიჩინი
1 ს.კ. რძე
12 ნაჭერი სხვადასხვა ფერის მარმელადი
ფიგურისთვის ფორმები
მომზადება
გააცხელეთ მიკროტალღური ღუმელი 180გრადუსზე და დააფინეთ პერგამენტი.
შეურიეთ ფქვილი, კარაქი, შაქარი, ცედრა და დარიჩინი. აურიეთ ხელებით.
დაამატეთ რძე და აზილეთ მსუბუქი ცომი. შეინახეთ მაცივარში 30წთ.
ტკბილეული პლასტიკურ პაკეტებში მოათავსეთ და გააბრტყელეთ.
ცომისგან გამოიყვანეთ ფორმები და მოათვასეთ პერგამენტზე. ყველა ორცხობილის შუაში ტკბილეული მოათავსეთ.
გამოაცხვეთ 12 წთ და გააცივეთ.