კარტოფილი ყველა ოჯახში საჭირო და რაც მთავარია, სასარგებლო პროდუქტია, რომლისგანაც უგემრიელესი კერძების მომზადება ყველაზე გამოუცდელი დიასახლისისთვისაც კი მარტივია. ამ პროდუქტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი რეცეპტის მიხედვით ამზადებენ, გთავაზობთ კარტოფილის მომზადების ხუთ მარტივ რეცეპტს.
1. კარტოფილის რულეტი
ინგრედიენტები: 1.3 კგ კარტოფილი, 100 გ ხახვი, 1 ს.კ ზეთი, 500 გ. კომბოსტო, 3 მოხარშული კვერცხი, 50 გ. არაჟანი, კამა, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი: კარტოფილი მოხარშეთ და ცხელივე გახეხეთ.შიგთავსისთვის ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთში. ასევე წვრილად დაჭრილი კომბოსტოც მოშუშეთ დარბილებამდე. კვერცხი დაკეპეთ და შეირიეთ ბოსტნეულს, დაუმატეთ მარილი, პილპილი და დაჭრილი კამა. სველ ჩაის ტილოზე გაანაწილეთ კარტოფილის მასა 2 სმ სისქეზე. მიეცით ოთკუთხა ფორმა და შუაში გაანაწილეთ კვერცხიანი მასა. ტილოს მეშვეობით შეაერთეთ კარტოფილის მასის ნაპირები და დადეთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე ნაწიბურით ქვემოთ. ზედაპირზე წაუსვით არაჟანი, დასერეთ რომბებად და გამოაცხვეთ. სუფრასთან მიტანისას რულეტი დაჭერით ულუფებად, მორთეთ მწვანილით და კარტოფილისგან მომზადებული, ღუმელში შემწვარი სოკოებით. ცალკე მიიტანეთ არაჟანი.
2. კარტოფილი არაჟნით
ინგრედიენტები: 15 ც კარტოფილი, ზეთი, არაჟანი, ცოტა ჯავზი, 4 ც კვერცხი. მომზადების წესი: კარტოფილი გარეცხეთ, გაფცქვენით და თავის ორთქლში მოხარშეთ. გახეხეთ,შიგ აურიეთ 3 ს.კ ზეთი, 2 ს.კ არაჟანი, ცოტა ჯავზი, მარილი, 4 კვერცხის გული, 2 ცილა ძალიან აქაფული და გააკეთეთ პატარ-პატარა მრგვალი კვერები. ზეთში შეწვით ორივე მხარეს.
3. კარტოფილი ფრანგულად
ინგრედიენტები: 500 გრ. კარტოფილი; 200 გრ. ყველი; ორი ჭიქა რძე; 2 კვერცხი; კარაქი,ნიორი და მარილი გემოვნებით. მომზადების წესი: დავჭრათ კარტოფული და მოვათავსოთ ღუმელში, მომზადების შემდეგ, კარტოფილს შევურიოთ დაკეპილი ნიორი მარილთან ერთად. ავთქვიფორთ კვერცხი რძესთან ერთად და შევურიოთ კარტოფილით მიღებულ მასას, გემოვნებისამებრ დავამატოთ გახეხილი ყველი და კარაქი, მიღებული მასალა 45 წუთის განმავლობაში მოვათავსოთ ღუმელში, 180º-ზე.
4.კარტოფილი პასილიანსკი.
ინგრედიენტები: 6 ცალი კარტოფული; მცენარეული ზეთი, სუნელები, ნიორი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მომზადების წესი: კარგად გარეცხილ კარტოფილს ვჭრით კანიანად, ვამატებთ სოუსს, მარილს, წიწაკას და ვამატებთ ნიორს. მიღებულ მასას ავთქვიფავთ სანამ ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეერევა. შემდეგ, ერთ შრეზე მოთავსებულ მასას ვათავსებთ 220 ° ტემპერატურაზე 40-45 წუთის განმავლობაში.
5.კარტოფილის ლაზანია
ინგრედიენტები: 1 კგ კარტოფილი; 250 გრამი ხაჭო; 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი; 1 ცალი ხახვი; 500 გრამი საქონლის ფარში; 3 კბილი ნიორი; 2 ცალი პომიდორი; 250 მლ ტომატის სოუსი; 75 გრამი პარმეზანი; 150 გრამი მოცარელა; მუსკატის კაკალი, მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი: კარტოფილისგან პიურე მოამზადეთ. დაუმატეთ ხაჭო, მუსკატის კაკალი და მარილი. კარგად აურიეთ. შემდეგ, 2ფარში ზეთში შეწვით, ჩაამატეთ ხახვი, ნიორი, პილპილი. დაასხით ტომატის სოუსი, დაამატეთ დაჭრილი პომიდორი. კარგად აურიეთ. მიღებული ფარში საცხობ ფორმაზე მოათავსეთ. მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი, გადაუსვით პიურისა და პარმეზანის მასა, შემდეგ კი გახეხილი მოცარელა მოაყარეთ. აცხვეთ 190 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.