ქეით მიდლტონს ჰერცოგინიის სტატუსი და უამრავი მომსახურე პერსონალი ხელს არ უშლის, რომ დიასახლისი როლი მოირგოს და მეუღლე თუ შვილები საკუთარი კერძებით გაანებივროს.
როგორც გაირკვა, კემბრიჯის ჰერცოგინია ინდური კერძების მოყვარულია და ოჯახისთვის ხშირად ამზადებს ცხარე კერძებს.
BBC Radio One-თან ინტერვიუში ქეითმა აღნიშნა, რომ ცხარე საკვების დიდი მოყვარულია, თუმცა მის მეუღლეს განსხვავებული გემოვნება აქვს.
ქეითი სამეფო ოჯახის მზარეულებს შეუთანხმდა, რომ პრინცი უილიამის კვებაზე ძირითადად თავად იზრუნებდა, რაზეც უილიამმა იხუმრა კიდევაც. „ეს არის ჩემი სიგამხდრის ნამდვილი მიზეზი“ -აღნიშნა მან იუმორით.