გასული ორი დღის განმავლობაში მეგან მარკლი უამრავ შეხვედრას დაესწრო და მიუხედავად ორსულობისა დაკისრებულ მოვალეობებს არაჩვეულებრივადაც გაართვა თავი, მეტიც, გადაწყვიტა საზოგადოებისთვის საკუთარი კულინარიული ნიჭიც გაეზიარებინა.
ჰერცოგინიამ სპონტანურად გადაწყვიტა ბანანის კექსი მოემზადებინა, რითიც მასპინძელი ქვეყნისთვის პატივისცემის გამოხატვა სურდა.
შეხვედრებს შორის, მეგანმა შეძლო გემრიელი საკვების მომზადებისთვისაც გამოანეხა დრო და მის მიერ მომზადებული სასუსნავის ფოტოები ტვიტერის ჰიტად იქცა.
"მეგან მარკლმა და მე გუშინ ბანანის კექსი მოვამზადეთ. ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც!" - დაწერა ხუმრობით ერთ-ერთმა გულშემატკივარმა