დღეები ნელ-ნელა უფრო მოკლე, ცივი და წვიმიანია. გვსურს პლედში გავეხვიოთ, გლინტვეინი ვსვათ, სერიალებს ვუყუროთ და ვიდეპრესიოთ. მაგრამ მუშაობაც საჭიროა და იმისთვის, რომ ენერგიის წყარო მორიგ ყავის ჭიქაში არ ვეძებოთ, ცნობილი დიეტოლოგი ფრიდა ჰარიუ ვესტმანი რჩევებს გვაძლევს. სულ რაღაც 7 პროდუქტი გამოგაფხიზლებთ და საშემოდგომო მოწყენილობას პოზიტიური განწყობით ჩაგინაცვლებთ.
#1 ორაგული სავსეა ნივთიერებებით, რომლებიც საკვებს ენერგიად აქცევს, ომეგა 3-ის შემცველობა კი ცხიმის წვაში დაგეხმარებათ.
#2 ყავისფერი ბრინჯი უნივერსალური ენერგეტიკული საკვებია და რამდენიმე საათის განმავლობაში ტონუსში გამყოფებთ.
#3 თხილი ენერგიის საოცარი სტიმულატორებია, ამიტომაც სადილსა და ვახშამს შორის კარგი წახემსების საშუალებაა.
#4 ბანანი "სწრაფი დახმარებაა" თუ ენერგიის მოზღვავება რაც შეიძლება მოკლე დროში გჭირდებათ.
#5 ისპანახი სიფხიზლესა და ენერგიით შევსებაზე აგებს პასუხს, ამიტომაც საშემოდგომო ენერგეტიკულ მენიუში უნდა ჩაიწეროს.
#6 გოგრის მარცვლები ტვინს მობილიზაციის საშუალებას აძლევს
#7 იოგურტი ორგანიზმს ენერგეტიკულ იმპულს დილიდანვე მიანიჭებს. მისი მევეობით ძალების მომატებას იგრძნობთ. საუკეთესო გადაწყვეტილება ბერძნული იოგურტია.