სასექსის ჰერცოგინია ყოველთვის გამოირჩეოდა საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტებში აქტიურად მონაწილეობით, ამჯერად, მან ახალი სტატუსი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმისთვის გამოიყენა და წიგნი გამოუშვა, რომლის გაყიდვებიდან მიღებული თანხაც საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება.
მეგანმა სამზარეულოს წიგნი გამოუშვა, რომელიც იმ ქალბატონების დასახმარებლად შეიქმნა, რომლებიც 2017 წელს მომხდარი გრინფილის ხანძრით დაზარალდნენ.
სიახლე კენსინგტონის სასახლის ოფიციალური ტვიტერის გვერდიდან გავრცელდა, პოსტებიდან ირკვევა, რომ ლონდონის დასავლეთით მდებარე ალ-მანაარის ცენტრში ქალბატონები ხშირად იკრიბებიან, რათა მოამზადონ საკვები მათი ოჯახების, მეგობრებისა და მეზობლებისთვის.
The Duchess of Sussex is supporting a new charity cookbook, 'Together: Our Community Cookbook', which celebrates the power of cooking to bring communities together. #CookTogether pic.twitter.com/XEclxgQjR4
— Kensington Palace (@KensingtonRoyal) September 17, 2018
ამ პროექტში როგორც აღმოჩნდა მეგან მარკლიც აქტიურადაა ჩართული და ჰერცოგინია, რომელიც სამზარეულოს პირველად იანვარში ესტუმრა, ხშირად ინახულებდა აქ შეკრები ქალბატონებს.
ამჟამად კი, მათ მხარდასაჭერად მეგანმა სამზარეულოს წიგნიც გამოსცა.
გაყიდვებიდან მიღებული მთლიანად Hubb-ის სამზარეულოს მოხმარდება, აღსანიშნავია რომ ეს სახელწოდება არაბულიდან მომდინარეობს და სიყვარულს აღნიშნავს.