კემბრიჯის ჰერცოგინია ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია, მიუხედავად იმისა, რომ ქეითი უკვე სამი შვილის დედაა, მშობიარობის შემდეგ მალევე იბრუნებს ჩვეულ ფორმას, რასაც ჯანსაღ საკვებს უმადლის. მისი კვების რაციონის შესახებ, პრინცმა უილიამმა იაპონიაში ვიზიტის დროს ისაუბრა და ქეითის საყვარელი კერძიც გაამხილა.
უილიამის თქმით, ქეითი სუშის დიდი მოყვარულია.
როგორც აღმოჩნდა, სუში თვითონ უილიამსაც ძალიან უყვარს და წმინდა მეთიუს სახელობის დაწყებით სკოლაში ვიზიტის დროს ბავშვებს სწორედ იაპონურ საკვებზე ესაუბრა. „ სუში გიყვართ? ძალიან გემრიელი და მადისაღმძვრელია“ - უთხრა ბავშვებს უილიამმა.
წყვილი ზოგადად იაპონური კულტურის მოტრფიალეა, რამდენიმე თვის წინ მან ბრიტანეთში იაპონიის მინისტრის დელეგაციასაც უმასპინძლა და ლონდონში იაპონური სახლის გახსნა აღნიშნა.
„ეს არაჩვეულებრივი შენობა დამაკავშირებელ როლს ითამაშებს ბრიტანეთსა და იაპონიას შორის. ჩვენ შეგვიძლია კარგი კულტურული თანამშრომლობა განვავითაროთ ქვეყნებს შორის, რათა მოსახლეობამ უკეთ გაიცნოს თქვენი ტრადიციები“ - აღნიშნა საუბრისას მან.