მათთვის, ვისაც ტკბილეული ძალიან უყვარს, უცხო ქვეყანაში ჩასვლისას ადგილობრივი დესერტის დაგემოვნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხდება. წარმოგიდგენთ ყველაზე უნიკალურ და ორიგინალურ ვარიანტებს.
1. ვაგასი, იაპონია
ნაციონალური იაპონური დესერტი ევროპის მაცხოვრებლებს ტკბილი საერთოდ არ მოეჩვენებათ. საქმე იმაშია, რომ მისი მომზადების ტრადიცია ამომავალი მზის ქვეყანაში ჯერ კიდევ მაშინ დამკვიდრდა, სანამ ქვეყანა შაქარს გაიცნობდა. თუმცა, ზოგ ადგილას დესერტს მაინც ატკბობენ. მთავარი მისი შემადგენლობაა, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია.
2. გულაბ ჯამუნი, ინდოეთი
„ქლიავი ვარდის არომატით“ - ასე ითარგმნება ამ ნაციონალური ინდური დესერტის სახელწოდება. ითვლება, რომ ის ინდოეთში სპარსეთის მეშვეობით მოხვდა და მას შემდეგ ეს კერძი ქვეყნის მთლიან მოსახლეობას უყვარს. გულაბ ჯამუნი მშრალი რძის ბურთულებია, რომლებსაც სხვადასხვა ინგრედიენტი ემატებათ. საბოლოოდ, ეს მარტივი ტკბილეული საკმაოდ ტკბილი და მსუყეა.
3. Alfajor, არგენტინა
ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტია, თუმცა ძირითადად მხოლოდ ლათინურ ამერიკაშია გავრცელებული, სადაც ბავშვებსაც და მოზრდილებსაც ძალიან უყვართ. Alfajor ორმაგი ვანილის ორცხობილაა, რომლის ორ ნაწილსაც შორის შესქელებული რძე, კარამელი ან მურაბაა. დღესდღეობით ამ ტკბილეულს თეთრი ან შავი შოკოლადითაც რთავენ. მოკლედ, სიამოვნება გარანტირებულია!
4. ვაფლის მილაკები, ნორვეგია
ნორვეგიაში, დაბადების დღეზე ან შობის დღესასწაულზე ამ მარტივ, მაგრამ უგემრიელეს დესერტს აკეთებენ: ადგილობრივები ვაფლის მილაკებს ყიდულობენ და მას სხვადასხვა კრემით ავსებენ, რათა სტუმარმა თავად გადაწყვიტოს რომელი სურს.
5. ომ ალი, ეგვიპტე
რთულია განსაზღვრო დესერტების კონკრეტულად რომელ სახეობას განეკუთვნება ომ ალი. ბევრი მას ცხელ პუდინგში ურევს. ეგვიპტური ნაციონალური ტკბილეულის მომზადება ადვილია: ღრმა თეფშში პურის ნატეხი უნდა მოათავსოთ, მაღლა კი თხილის რომელიმე სახეობა და ჩირი. ყველაფერი ეს კი შაქრით უნდა გააჯეროთ. მიღებული დესერტი ღუმელში უნდა შედგათ.
6. ჩე, ვიეტნამი
ვიეტნამის სამზარეულო ყველა ადამიანს ვერ მოხიბლავს. თუმცა, მას ვისაც რაღაც ახლის დაგემოვნება სურს, არჩევანი ჩეზე აუცილებლად უნდა გააკეთოს. ეს დესერტი სუპსა და ჟელეს შორის საშუალოა და ჭიქებით იყიდება. ინგრედიენტებს შორისაა: ხილი, ბრინჯი, ქოქოსის ბურბუშელა, სიმინდი, ლოტუსის მარცვლები და აშ.
7. Prekmurska gibanica, სლოვენია
ეს დესერტი ბალკანეთის ნახევარკუნძულის ყველაზე პოპულარული ტკბილეულია. ის ჯერ კიდევ XVII საუკუნეში წარმოიშვა. ადრე, მას ყველით აკეთებდნენ და იოგურტს ან კეფირს აყოლებდნენ. მოგვიანებით სლოვენიაში თავისებური ვარიანტი შექმნეს: ყველის ნაცვლად ღვეზელს ხაჭოთი და ვაშლის ჯემით ავსებენ. ამ დესერტს მთელს ევროპაში აღმერთებენ.
8. Zerde, პაკისტანი
ეს არამხოლოდ დესერტი, არამედ ტკბილი კერძია. მისი მომზადების ხერხში არაფერია რთული: მოხარშული ბრინჯი კარაქით და შაქრით უნდა გაჯერდეს და შემდეგ თხილი და ჩირი დაემატოს. დესერტმა ცოტახანი დაბალ ცეცხლზე უნდა იდუღოს. შედეგი ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს: გემო ორიგინალური და სასიამოვნოა.