ყველაზე ცნობილმა ამერიკელმა დიასახლისმა, რომელმაც ქალი მზარეულების გარშემო არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია, ამ პროფესიით წარმატების მიღწევა 36 წლის ასაკში დაიწყო. 1948 წელს მომავალი ვარსკლავი ქმართან ერთად საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, ფრანგული სამზარეულო შეუყვარდა და 1 კვირაში კურსებზეც კი ჩაეწერა. სწავლის შემდეგ, ჯულიამ ამერიკელებისთვის კულინარიული სკოლის გახსნა გადაწყვიტა და ახლადშეძენილი ფრანგი მეგობრები დაიხმარა.
მისის ჩაილდის კურსების წარმატების შემდეგ, ქალბატონმა რეცეპტების წიგნის დაწერა გადაწყვიტა, რომელმაც გაყიდვების რეკორდი მოხსნა და ბესტსელერი გახდა. ამერიკული ტელეარხების უფროსებმა პოპულარულ დიასახლისს საკუთარი შოუს გახსნა შესთავაზეს, სადაც მარტივი ენით კერძების მომზადების შესახებ ისაუბრებდა. მოკლედ, გაყიდული პროდუქტების პერიოდში ჯულიას მიდგომებმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. თავის სატელევიზიო პროგრამებში ის გვაჩვენებდა, რომ გემრიელი და ლამაზი კერძი ბედნიერების მომტანია. 2009 წელს ფილმში „ჯული და ჯულია“ მისი როლი მერილ სტრიპმა შეასრულა. წარმოგიდგენთ 3 უნიკალურ რეცეპტს, რომელიც ღირს ყველა ქალმა ოჯახის რაციონში დაამატოს.
1. ალუბლის „კლაფუტი“
ინგრედიენტები:
კარაქი
1 და ¼ ჭიქა 2%-იანი რძე
2/3 ჭიქა გრანულირებული შაქარი
3 კვერცხი
1 სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1/8 ჩაის კოვზი მარილი
1 ჭიქა ფქვილი
2 ჭიქა კენკრა
შაქრის პუდრა
მომზადების ხერხი: გააცხელეთ გაზქურა 160 გრადუსამდე. კარაქით მონიშნეთ ნამცხვრის ფორმა. თასში მიქსერით აურიეთ 1/3 ჭიქა გრანულირებული შაქარი, კვერცხი, ვანილი, მარილი და ფქვილი. ათქვიფეთ 1 წუთის მანძილზე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ჩამოასხით ცომის ფენა და დაუცადეთ 1-2 წუთი. მიღებული ფორმა გამოიღეთ გაზქურიდან, მაღლა კენკრით და დარჩენილი შაქრით მორთეთ. დააბრუნეთ გაზქურაში და გამოსაცხობად 50 წუთი დაუცადეთ.
„კლაფუტი“ სუფრაზე მიტანამდე შაქრის პუდრით გააფორმეთ და სურვილის შემთხვევაში მასზე ვანილის ნაყინის ბურთულა მოათავსეთ.
2. შემწვარი ხორცი პროვანსიდან თეთრი ღვინით
ინგრედიენტები:
4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
2 სუფრის კოვზი კონიაკი
2.5 კგ საქონლის ხორცი ძვლების გარეშე, დაჭრილი ნაჭრებად
მარილი და შავი პილპილი
2 დიდი ხახვი, თხლად დაჭრილი
4 სტაფილო, თხლად დაჭრილი
150 გრ. სოკო, წვრილად დაჭრილი
1 თავი ნიორი
1 ფორთოხლის ქერქი
2 პომიდორი ან 1 ჭიქა ტომატის პიურე
2 ბოთლი თეთრი ღვინო
ოხრახუში
მომზადების ხერხი: დაამარინადეთ ხორცი 2 საათის განმავლობაში ზეითუნის ზეთით, კონიაკით, მარილითა და პილპილით. გააცხელეთ გაზქურა 160 გრადუსამდე. ფართო ქვაბში გააცხელეთ ხორცის დარჩენილი ნაწილი, დაამატეთ ხახვი, სტაფილო, სოკო, ნიორი, ფორთოხლის ქერქი და ცოტა მარილი. შეწვით, შემდეგ დაუკელით ცეცხლს, დაახურეთ თავზე და 8-10 წუთი დატოვეთ, სანამ ხახვი და ნიორი მსუბუქი არ გახდება. შემდეგ მიღებულ მასას დაუმატეთ მარინადი, პომიდორი, ღვინო და პილპილი. აურიეთ. დაახურეთ თავზე და ღუმელში 3-4 საათი დატოვეთ. მორთეთ კარტოფილით ან პასტით.
3. არომატული ქათამი
ინგრედიენტები:
1,5-2 კილოგრამიანი ქათამი
2+1/2 სუფრის კოვზი კარაქი
1/3 ჭიქა წვრილად დაჭრილი სტაფილო
1/3 ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი
1/3 ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიახური
1 ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი
ოხრახუში
ნიახურის ფოთლები
ლიმნის 6 ნაჭერი
½ ჭიქა დაჭრილი ხახვი
½ ჭიქა დაჭრილი სტაფილო
1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი
¾ ჭიქა ქათმის ბულიონი
პილპილი, მარილი
მომზადების ხერხი: გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე. ტაფაზე 1 სუფრის კოვზი კარაქი წაუსვით. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, ხახვი, ნიახური და გააცხელეთ ზომიერ ცეცხლზე, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. დაუმატეთ ქონდარი. ქათამი შიგნით და გარედან გადაავლეთ ცხელი წყალი და გააშრეთ. ქათმის ღრუში მოათავსეთ შემწვარი ბოსტნეული, ოხრახუში, ნიახურის ფოთლები და ლიმნის ნაჭრები. მოაყარეთ მარილი და პილპილი. ქათამს 1 სუფრის კოვზი კარაქი წაუსვით და მკერდით მაღლა მოათავსეთ. ღუმელში 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დატოვეთ. ამის შემდეგ, გარშემო დაჭრილი ხახვით და სტაფილოთი მორთეთ. ტემპერატურა 180 გრადუსამდე შეამცირეთ. 45 წუთის შემდეგ, ქათამს ლიმნის წვენი დაამატეთ. გადმოასხით ქათმიდან წვენი, დადეთ დაფაზე და 15 წუთის განმავლობაში „დაასვენეთ“. დაამატეთ ბულიონი და 5 წუთი ხარშეთ.