თუ კერძების მომზადებაზე გიჟდებით, იცოდეთ, რომ ერთადერთი არ ხართ - მსოფლიოს გარშემო უამრავ ადამიანს სურს რაიმე განსხვავებული და თავისებური მოამზადოს. ახალი რეცეპტების აღმოსაჩენად უყურეთ ფილმებს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კულინარიისადმი სიყვარულს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. მთავარი გმირებისთვის ბედნიერება სწორედ მზარეულობას მოაქვს. ეს „გემრიელი“ გატაცება გეხმარებათ იპოვნოთ სიყვარული, ერთგული მეგობრები და საკუთარი ადგილი დედამიწაზე.
1. სიყვარულის სამზარეულო
წელი: 2011
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: დრამა, კომედია
მთავარ როლებში: დიუგრეი სკოტი, კლერ ფორლანდი, გორდონ რამზი
მსუბუქი და სასიამოვნო ფილმი ლონდონის რესტორნის ნიჭიერ მზარეულზე. ცოლის გარდაცვალების შემდეგ, რობ ჰეილის ჩვეული ცხოვრების გაგრძელება უჭირს, ამიტომაც ტოვებს სამსახურს და ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად პროვინციაში გადადის. ერთხელად, მას ძველი მეგობარი სტუმრობს, რომელსაც ადგილობრივი ბარის მაღალი დონის რესტორნად გადაკეთება სურს. რობი გამოწვევას თანხმდება და მათი წარმატების ამბავი მალე ლონდონსაც მოიცავს...
2. მოგზაურობა
წელი: 2010
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: დრამა, კომედია
მთავარ როლებში: სტივ კუგანი, რობ ბრეიდონი
ფილმი BBC-ის ამავე სახელწოდების სერიალზეა დაფუძნებული და ორ მეგობარზე მოგვითხრობს: ჟურნალისტ სტივზე და კომიკოს რობზე. ისინი გასტრონომიულ ტურში ერთად მიემგზავრებიან, რათა ინგლისის საუკეთესო რესტორნები მოინახულონ. სიუჟეტი გაჯერებულია ბრიტანული იუმორით, კამათით, სასიამოვნო დიალოგებითა და ლამაზი პეიზაჟებით.
3. გემრიელად მიირთვით!
წელი: 2010
ქვეყანა: გერმანია, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია, საფრანგეთი
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
მთავარ როლებში: უნაქს უგალდე, ნორა ჩირნერი, ხულიო მარია ბერუტი
ლამაზი ისტორია სიყვარულზე, მეგობრობასა და ბედნიერების პოვნაზე. სიუჟეტის მიხედვით ორი ახალგაზრდა მზარეული და მომხიბვლელი გოგონა სომელიე ბედმა ციურიხის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორნის სამზარეულოში შეახვედრა.
4. შოკოლადის გაკვეთილები
წელი: 2007
ქვეყანა: იტალია
ჟანრი: კომედია
მთავარ როლებში: ლუკა არჯენტერო, ვიოლანტე პლაჩიდო, ნერი მარკორე
ეგვიპტელი ბიჭი შოკოლადის გაკეთებაზე და იტალიაში საკუთარი საკონდიტროს გახსნაზე ოცნებობს. გარკვეული მიზეზების გამო, შოკოლადის დამზადების კურსებზე მის მაგივრად ახალგაზრდა ქალბატონი მიდის. რომანტიკული კომედია გემრიელი შოკოლადით, საოცარი მეგობრობით, სიყვარულითა და ფინალით ნამდვილ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
5. მთავარი მარტაა
წელი: 2011
ქვეყანა: გერმანია, იტალია, ავსტრია, შვეიცარია
ჟანრი: მელოდრამა, კომედია
მთავარ როლებში: მარტინა გედეკი, მაქსიმ ფოერსტი, სერხიო კასტელიტო
ასოციალური და ჩაკეტილი მარტა ჰამბურგის რესტორნის მზარეულია, თუმცა დის მოულოდნელი გარდაცვალება მის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. მას 8 წლის დის შვილის მოვლა ევალება, იქამდე, სანამ მამა არ მოაკითხავს. ამავე დროს, რესტორანში კიდევ ერთი მზარეული ჩნდება - მხიარული და ემოციური იტალიელი მარიო, რომელიც მთავარი გმირის სამყაროს თავდაყირა აყენებს.
6. ამერიკული სამზარეულო
წელი: 1998
ქვეყანა: საფრანგეთი
ჟანრი: კომედია
მთავარ როლებში: ჯეისონ ლი, ირენ ჯეიკობი, ედი მიტჩელი
ფილმი ამერიკელი თვითნასწავლი მზარეულის, ლორენის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც აშშ-ში სამხედრო სამსახურს კარგავს და დიჟონის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში იწყებს მუშაობას. ფრანგული სამზარეულოს საიდუმლოებების გაგებისას ის ერთგულ მეგობრებს და ნამდვილ სიყვარულს პოულობს.
7. ადამ ჯონსი
წელი: 2015
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, კომედია
მთვარ როლებში: ბრედლი კუპერი, სიენა მილერი, ომარ სი, უმა თურმანი
შთამაგონებელი ისტორია ნიჭიერ მზარეულ ადამ ჯონსზე, რომელიც ფრანგული სამზარეულოს ნამდვილი ვარსკვლავი გახლდათ. რთული ხასიათის გამო მას პარიზის რესტორანთან დამშვიდობება მოუწია, თუმცა ბედმა მეორე შანსი მისცა. რამდენიმე წლით ადამი ლონდონში მიემგზავრება, კრებს საუკეთესო მზარეულთა გუნდს და ახალ რესტორანს ხსნის. მისი მთავარი მიზანი მიშლენის 3 ვარსკვლავის მოპოვება და კულინარიულ მწვერვალზე დაბრუნებაა.
8. შეფმზარეული
წელი: 2014
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია, დრამა, საოჯახო
მთავარ როლებში: ჯონ ფავრო, ბობი კანავალე, სკარლეტ იოჰანსონი, დასტინ ჰოფმანი, რობერტ დაუნი უმცროსი
მსუბუქი და ცხოვრებისეული საოჯახო ფილმი ექსცენტრიკულ მზარეულ კარლ კასპერზე. კრიტიკის გამო ის ლოს-ანჯელესის რესტორნიდან გააგდეს, მაგრამ კარლისთვის ეს დამარცხების საბაბი არაა. ვაჟიშვილის და დამხმარე ადამიანის მეშვეობით, ის საკვებ ობიექტს „ბორბლებზე“ ხსნის და შტატებში დამოგზაურობს.
9. მიმტანი გოგონა
წელი: 2007
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, მელოდრამა, კომედია
მთავარ როლებში: ლიუ ტემპლი, შერილ ჰაინსი, ნათან ფილიონი
მსუბუქი და სასიამოვნო ფილმი თანამედროვე კონკიაზე ამერიკული პროვინციიდან. ჯენა მიმტანად მუშაობს, უყვარს ღვეზელების გამოცხობა, იგონებს ახალ რეცეპტებს და საინტერესო სახელებს არქმევს. მისი ოცნებაა კულინარიულ შეჯიბრში გაიმარჯვოს და ტირან ქმარს თავი დააღწიოს. თუმცა, ცხოვრება სიურპრიზით აოცებს...
10. სუში გოგონა
წელი: 2008
ქვეყანა: აშშ, იაპონია
ჟანრი: დრამა, მელოდრამა, კომედია
მთავარ როლებში: ბრიტანი მერფი, ტოსიუკი ნოსიდა
ახალგაზრდა ამერიკელი ები შეყვარებულთან ერთად იაპონიაში მიემგზავრება, თუმცა მამაკაცი მეორე დღეს ბარგს ალაგებს და მას უცხო ქვეყანაში მარტოს ტოვებს. იმის მაგივრად, რომ სახლში დაბრუნდეს, ები ახალი შთაბეჭდილებების მიღებას გეგმავს. იწყებს მუშაობას რესტორანში, სადაც უგემრიელეს სუპ-რამენს ამზადებენ. გოგონა ცდილობს მომზადების ხერხი გაიგოს, რისთვისაც მთელი რიგი გამოწვევების გადატანა უწევს.