ჭკვიანი გაჯეტები სამზარეულოსთვის თანამედროვე დიასახლისის ნამდვილი ოცნებაა. ისინი სამზარეულოში ფუსფუსს მეტად კომფორტულს, პრაქტიკულსა და ფუნქციურს ხდიან. წარმოგიდგენთ იმ მოწყობილობებს, რომლებიც ჭკვიანი სამზარეულოს კონცეპტისთვის საუკეთესოა. დამხმარე ნივთი სამზარეულოში არასდროსაა ზედმეტი.
1. ყავის აპარატი Nespresso Prodigio ბლუთუზის ფუნქციით
დილის გამამხნევებელი ყავა ყველა ჩვენგანს სჭირდება. ეს მაღალხარისხიანი ყავის აპარატი სმარტფონის მეშვეობით იმართება. თუ ადრე ადგომა და მხოლოდ ყავის მოდუღებისთვის სამზარეულოში გასვლა გეზარებათ, ამ ჭკვიანი მოწყობილობის მეშვეობით, მის მომზადებას საწოლიდან ადგომის გარეშე შეძლებთ და სამზარეულოში შესვლისას პირდაპირ გამზადებულ ყავას მიირთმევთ. ამრიგად, თქვენი დილა არასდროს ჩაივლის ყავის გარეშე.
2. კონტეინერი კვერცხების ჩასაწყობად
გქონიათ შემთხვევა, როცა არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენს მაცივარში შენახული კვერცხი ჯერ კიდევ „კარგ ფორმაშია?“ ეს კონტეინერი აკონტროლებს მის ვადას და თქვენი საუზმის პრობლემას გადაწყვეტს. მისი მეშვეობით გაიგებთ თუ რომელია მათგან ძველი და რომელი გაფუჭდა.
3. მომზადება ვაკუუმში - მოწყობილობა Wi-Fi-ით
ეს მოწყობილობა შესაძლოა ჩვეულებრივი გაზქურის ალტერნატივად იქცეს. მუშაობა ვაკუუმის ქვეშ ხდება და პროდუქტები დაბალ ტემპერატურაზე მზადდება. გაჯეტი ტელეფონს Wi-Fi-ის ან Bluetooth-ის მეშვეობით უკავშირდება და კერძის მომზადება ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეგიძლიათ. თუ სახლში მისვლამდე მენიუ შეადგენთ, ვახშამი დაბრუნებისას უკვე მაგიდაზე დაგხვდებათ.
4. ჭკვიანი სასწორი
ეს მოწყობილობა მუშაობს როგორც სასწორი და როგორც რეცეპტების წიგნი. სასწორი ტელეფონს აპლიკაციის მეშვეობით უკავშირდება. ის აუცილებლად გაგაფრთხილებთ მაშინ, როცა ინგრედიენტებს ერთმანეთს არასწორად დაამატებთ. თუ საჭმლის კეთებისას რაიმე შეგეშალათ, ის შეცდომის გამოსწორებაში დაგეხმარებათ.
5. ჭკვიანი ქვაბი
ამ მოწყობილობის ჩართვას და გამორთვას ტელეფონის მეშვეობით შეძლებთ. ასევე, აპლიკაცია დაგეხმარებათ შეცვალოთ მომზადების დრო ან დაარეგულიროთ ტემპერატურა. იდეალური ვარიანტია მათთვის, ვინც მთელ დღეს სამსახურში ატარებს.
6. სამზარეულოს თერმომეტრი
ყველა სამზარეულოში უნდა იყოს საიმედო თერმომეტრი, განსაკუთრებით მაშინ თუ ხორცის მომზადებას აპირებთ. მოწყობილობა საკმაოდ სასარგებლოა და გაძლევთ საშუალებას კერძის მომზადებისას სამზარეულოში დიდი დრო არ გაატაროთ და ბავშვებისა და სტუმრების ხშირი მონახულება შეძლოთ.
7. ჭკვიანი ჩანგალი HAPIfork
ეს ჩანგალი აკონტროლებს რამდენს და როგორ მიირთმევთ და იკუმშება მაშინ, როცა ჭამას ძალიან სწრაფად იწყებთ. მოწყობილობა იდეალურია მათთვის, ვინც საკვების რაოდენობას სერიოზულად აკონტროლებს და მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება სურს. ჩანგალი ჩამოგიყალიბებთ ჯანსაღ დამოკიდებულებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
8. Prep Pad
ეს მოწყობილობა შეგატყობინებთ თუ რამდენ ცხიმს, ცილას, ნახშირწყალს და კალორიას მოიცავს პროდუქტი, რომლის მირთმევასაც აპირებთ.
9. პროდუქტების შესანახი ბაზა Vacuvita
ეს ვაკუუმური სისტემა მასში მოთავსებულ პროდუქტს ჰერმეტულად ინახავს. მოწყობილობა მოგზაურობის დროს განსაკუთრებით გამოგადგებათ.
10. ჭკვიანი წყლის დოქი
დოქი აკონტროლებს წყლის ხარისხს და ავტომატურად გატყობინებთ როცა ფილტრი გამოსაცვლელია. ამ მოწყობილობის მეშვეობით გაქვთ გარანტია, რომ უსაფრთხო, ახალი და გემრიელი წყლის გარეშე არასდროს დარჩებით. დარწმუნებული იქნებით, რომ ყოველთვის ჯანსაღ და სუფთა წყალს მიირთმევთ, რაც იმ ოჯახებისთვის, სადაც პატარები არიან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება.
11. ჭკვიანი სამზარეულოს მტვერსასრუტი
ის არ გაჩერდება იქამდე, სანამ საქმეს ბოლომდე არ შეასრულებს. მოწყობილობა ყველა მომხმარებელს მოხიბლავს. ის თავისით გებულობს დასასუფთავებლად რა ადგილასკენ უნდა გაემართოს. სახლის ყოველდღიურად გამოსაყენებელ ოთახს და ცხიმიანი ლაქების წარმოქმნის ადგილს ის აუცილებლად სჭირდება.