არსებობს მოსაზრება, რომ მზარეულობა ყველას არ გამოსდის, თუმცა რაღაც დოზით კულინარიისადმი სწრაფვა ყველა ადამიანშია. გასტრონომიული შედევრების შესაქმნელად საკმარისია ცოტაოდენი პრაქტიკა და შთაგონება.
საკუთარი უნარების განსავითარებლად კულინარიული შოუების ყურება არაჩვეულებრივი ხერხია. ინფორმაცია, რომელსაც მათი მეშვეობით იღებთ, ტვინში ინახება და თავს მოულოდნელად იჩენს.
წარმოგიდგენთ ტელე-გადაცემებს, რომელთა ყურებაც არამხოლოდ საინტერესო, არამედ სასარგებლოცაა. რამდენიმე სეზონის შემდეგ, სამზარეულოში თავადაც პროფესიონალი შეფ-მზარეულივით იტრიალებთ.
1. სადილი 30 წუთში ჯეიმი ოლივერთან ერთად
ჯეიმი ოლივერი კულინარიაში ნამდვილი ვირტუოზია. დიდ ბრიტანეთში მისი მიღწევები ღირსეულადაა დაფასებული: ჯანსაღი კვების საკითხებში მას რამდენიმე სახელმწიფო პრემია აქვს. ჯეიმის სჯერა, რომ გემრიელი საკვებიც შეიძლება ჯანსაღი იყოს.
ოლივერის შოუების ყურება ნამდვილი სიამოვნებაა - ქარიზმატული ბრიტანელი ისეთი თვითდაჯერებულია სამზარეულოში, რომ ამ განწყობას მაყურებელსაც ადვილად გადასდებს. ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ მისი მეშვეობით ყველაზე რთულ კერძსაც უმარტივესად მოამზადებთ.
ამ გადაცემაში ბევრ საინტერესო და გემრიელ რეცეპტს შეიტყობთ, რომელთა მომზადებასაც მხოლოდ და მხოლოდ ნახევარი საათი სჭირდება.
2. ელემენტარული კულინარიის კურსი გორდონ რამზისთან ერთად
გორდონ რამზი საერთაშორისო მასშტაბის შეფ-მზარეულია, ნამდვილი ლეგენდა. ცნობილი კულინარი აქტიურ ცხოვრებას მისდევს და სხვადასხვა პროექტებს ავითარებს. ბრიტანელი მზარეულის დაწესებულებებს მიშლენის 16 ვარსკვლავი აქვთ მოგროვებული.
ამ კონკრეტული საავტორო შოუს მიზანია კერძის მომზადება ნებისმიერ ადამიანს ასწავლოს. თუ ამ დონის კულინარი თვლის, რომ ეს ყველას შეუძლია, თქვენ რატომ ვერ დაიჯერებთ?
შოუ 20 სერიას ითვლის, რომელშიც რამზი გვიყვება თუ რომელი კერძები მოვამზადოთ საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე; გვიზიარებს სამზარეულოს საიდუმლოებებს და საკვების მომზადების ტექნოლოგიებს.
3. ჯოჯოხეთური სამზარეულო
გორდონს კიდევ ერთი საინტერესო შოუ აქვს - Hell’s Kitchen. სახელწოდება მთლიანად ამართლებს იმას, რასაც ეკრანზე დაინახავთ. წყნარი და ტაქტიკური გორდონი წინა გადაცემიდან, აქ აბსოლიტურად სხვანაირი ადამიანი მოგეჩვენებათ. რამზი ყვირის, ჩხუბობს, კიცხავს მონაწილეებს და წარუმატებელ კერძებს პირდაპირ ნაგავში აგდებს.
შოუ 2005 წლიდან გადის. მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეები ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის შეფ-მზარეულის პოზიციის მოსაპოვებლად იბრძვიან. გორდონი ყველანაირად ამოწმებს და წვრთნის მათ და ახსენებს, რომ მთვარი მზარეულის სახელწოდების დამსახურება ცრემლებითა და სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლითაა შესაძლებელი. მათი შეცდომების მაგალითზე თქვენც ბევრ რამეს ისწავლით.
4. ტოპ შეფ-მზარეული
შოუში მზარეულის დავალებებს არა მოყვარულები, არამედ ნამდვილი პროფესიონალები ასრულებენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან. ეს ამერიკული კულინარიული შოუ მსოფლიოს 19 ქვეყანაში გადაიცემა. ეკრანზე კულინარიული შედევრების შექმნას დააკვირდებით, მიიღებთ ინსპირაციას და კრეატიული გადაწყვეტილებებით დატკბებით. მათ შემოქმედებას პლანეტის ყველაზე ცნობილი მზარეულები აფასებენ.