ამ ადამიანებზეა დამოკიდებული რას მივირთმევთ მიმდინარე სეზონზე და რომელი პროდუქტები უნდა დავამატოთ რაციონში. ჯადოქრებმა თეთრ წინსაფრებში იციან საკვების მოდა და მათი მომზადების საუკეთესო ხერხები.
1. გორდონ რამზი
ცნობილი კულინარიული პროგრამების ავტორი და წამყვანი, სატელევიზიო კარიერის მიღმა, ინგლისში 10 რესტორნისა და 3 ბარის მფლობელია, სამშობლოს გარეთ კი 12 რესტორანს ფლობს. გორდონის პირველმა რესტორანმა 3 მიშლენის ვარსკვლავი გახსნიდან სამი წლის შემდეგ მოიპოვა.
ცნობილ მზარეულს რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ნამდვილი ბესტსელერები გახდნენ.
2. ალენ დიუკასი
ალენმა კარიერული გზა ბორდოს ერთ-ერთი სასტუმროს სამზარეულოს დამხმარედან მთავარ შეფ-მზარეულობამდე გაიარა. ის არამხოლოდ პროვანსული სამზარეულოს ნამდვილი სპეციალისტი, არამედ წარმატებული რესტორატორია. მისი ბარები ისეთ ქალაქებში მდებარეობს როგორებიცაა: ტოკიო, მონაკო, პარიზი, ნიუ-იორკი, ბეირუთი და სხვ. სწორედ ამ გენიალური მზარეულის დახმარებით, სამზარეულოს ხელოვნება ბოჰემურობას გასცდა და უფრო მარტივი და ხალხისთვის გასაგები გახდა.
ალენ დიუკასის ფილოსოფია მდგომარეობს შემოქმედებითობაში, რომელიც ტრადიციებზეა დამყარებული. დღეისათვის ის უმაღლესი ფრანგული ჯილდოს, საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელია.
3. ჯეიმი ოლივერი
ეს ბრიტანელი რესტორატორი, შეფ-მზარეული და შოუმენი ცნობილია ზედმეტსახელით „შიშველი მზარეული“. სწორედ ამ სახელით გამოვიდა მისი პირველი სატელევიზიო გადაცემა და წიგნი გემრიელი კვების შესახებ. ჯეიმი ჯანსაღი კვების მიმართულებით ნამდვილი მებრძოლია.
წიგნები, პროგრამები, სხვადასხვა ქვეყნებში გამოსვლები - ჯეიმის ჯანსაღი კვების ფილოსოფიის პროპაგანდაში დიდი წვლილი მიუძღვის. გადაცემები, რომლებსაც ეს მზარეული უძღვება, პლანეტის 40-ზე მეტ ქვეყანაში ითარგმნება. ოლივერს სპორტულ კლუბ „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი აქვს, რის მიხედვითაც მთელი სტადიონის გამოკვებაზე რეგულარულად თავად ზრუნავს.
4. ჰესტონ ბლიუმენტალი
ჰესტონი მოლეკულური გასტრონომიის მიმართ სიყვარულით გახდა ცნობილი. მის საფირმო კერძებს შორისაა მტრედის მკერდი, ნაყინი ბეკონითა და კვერცხით, ლავანდას ჟელე, ლოკოკინის ფაფა და აშ. ჰესტონი ბრიტანულ რესტორან The Fat Duck-ს ფლობს. ეს ადგილი 10 წლის წინ მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად დაასახელეს და მიშლენის 3 დამსახურებული ვარსკვლავი მიანიჭეს.
ბლიუმენტალმა არხ Discovery-სთვის პროგრამების ციკლი ჩაწერა, სადაც კულინარიის შესახებ მოგვითხრობს, დაწერა ბესტსელერი „კულინარიის მეცნიერება“ და შეფ-მზარეულის რანგში მსოფლიოს გაოცებას აქტიურად აგრძელებს.
5. ნობუ მაცუჰისა
ეს მზარეული გასტრონომიის ერთ-ერთი მიმართულებით Fusion cuisine-ითაა ცნობილი. ის საკუთარ კერძებში კლასიკურ იაპონურ მოტივებსა და არგენტინული სამზარეულოს ინგრედიენტებს ოსტატურად აერთიანებს. მზარეული მუშაობდა იაპონიაში, პერუსა და არგენტინაში და ამ გამოცდილებას ამჟამად ლოს-ანჯელესში იყენებს. პირველი რესტორნის, Mutsuhisa-ის გახნისას, ნობუ მაშინვე ქვეყნის 10 საუკეთესო მზარეულთა სიაში მოხვდა. დღეს, კრიტიკოსები და კულინარიის ექსპერტები თვლიან, რომ ეს მზარეული ქმნის კერძებს, რომლებსაც მის სტილში ბადალი არ ჰყავს.
მისი რესტორნების ქსელი სახელად Nobu, რომელიც რობერტ დე ნიროსთან ერთად გახსნა, მსოფლიოში 17 ფილიალს ითვლის. მათ ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები, რითიც რესტორნებს უფრო პოპულარულს ხდიან. ნობუმ 2 წიგნი დაწერა და რამდენიმე ფილმშიც მიიღო მონაწილეობა.
6. ვოლფგანგ პაკი
შეფ-მზარეული ავსტრიული ფესვებით, რეცეპტების მიმართ არასტანდარტული ხედვის წყალობით გახდა პოპულარული. მას აშშ-ში, იაპონიასა და კანადაში 20-ზე მეტი რესტორანი ეკუთვნის და რამდენიმე კულინარიულ ბრენდს ფლობს, მათ შორის: Cut-ს და სწრაფი კვების ქსელ Wolfgang Puck Express-ს. პაკის ორიგინალური სენდვიჩები მსოფლიოს ყველა დიდ აეროპორტში იყიდება.
აღიარება წიგნმა მოუტანა, რომელიც ფრანგულ და ამერიკულ კულინარიას მიუძღვნა. დღეს ეს შეფ-მზარეული კინოპრემიერებზე და მოდის კვირეულებზე გრანდიოზულ ვახშმებს აწყობს. სწორედ ის აგებს პასუხს იმ საკვებზე, რომელსაც „ოსკარის“ დაჯილდოების შემდეგ სტუმრებს მიართმევენ.