ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ გარნერი სამზარეულოში ფუსფუსის სიყვარულით ცნობილია. მისი ყოფილი ქმარი ბენ აფლეკი ჯენიფერის კულინარიულ ნიჭს დღემდე აღმერთებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთად აღარ ცხოვრობენ. საკუთარ რეცეპტებსა და მომზადების ხერხებს ვარსკვლავი ბლოგზე გვიზიარებს. ერთ-ერთი უკანასკნელი შედევრი - შოკოლადის პუდინგია, რომელზეც მისი სამივე შვილი გიჟდება.
ინგრედიენტები:
სიმინდის სახამებელი - 1/4 ჭიქა
შაქარი - 1/2 ჭიქა
მარილი - 1.8 ჩაის კოვზი
წვრილად დაჭრილი შავი შოკოლადი - 170 გრ
ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩაის კოვზი
მომზადების ხერხი:
აურიეთ სახამებელი, შაქარი და მარილი. ნელა ათქვიფეთ, ცოტაოდენი რძე დაამატეთ. დადგით ნელ ცეცხლზე და ცენტრში მუდამ ურიეთ. 10 წუთის შემდეგ, როცა მასა შესქელდება, დაამატეთ შოკოლადი და 2-4 წუთის განმავლობაში მორევა განაგრძეთ, სანამ შოკოლადი არ დადნება. გადმოდგით ცეცხლიდან და ვანილი დაამატეთ. მაცივარში 2-3 საათის განმავლობაში გააჩერეთ.