სასექსის ჰერცოგინია ყოველთვის იდეალურ ფორმაშია და ზრუნავს ჯანმრთელობაზე, ის დიდი ხნის მანძილზე იოგითაც იყო დაკავებული და სავარაუდოდ, საყვარელ აქტივობას არც ახლა აქცევს ზურგს. მიუხედავად ამისა, ცნობილია რომ სასექსის ჰერცოგინიას, ალბათ ყველას მსგავსად, უყვარს ფიტნეს რუტინის დარღვევაც.
მეგანი საყვარელი საკვებით თავს შაბათ-კვირას ანებივრებს და ყველანაირად ცდილობს კვირის სხვა დღეებში ჯანსაღად იკვებოს.
როგორც Best Health Canada-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ჰერცოგინიას ყველაზე საყვარელი საჭმელი, რომელიც ორგანიზმისთვის მავნე პროდუქტთა სიაში გადადის, ფრანგული კარტოფილია.
მეგანმა აღიარა, რომ შეუძლია ე.წ. ფრანგული ფრი მთელი დღის განმავლობაში მიირთვას.