სწრაფი კვების პოპულარული ქსელი, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას მოიცავს, ერთგულ მომხმარებელს სიახლეს ჰპირდება. კომპანიის წარმომადგენლობამ ოფიციალურად დაანონსა გაყიდვაში ახალი პროდუქტის ჩაშვება, რაც ალკოჰოლური სასმელების მოყვარულებს განსაკუთრებით გაახარებს.
ხაზის ბოსტონის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ შემოდგომიდან კვების ობიექტში შემოსულ მომხმარებელს ლუდის დაგემოვნების საშუალებაც ექნება.
ახალ სასმელი სრულიად განსხვავდება წინამორბედებისგან და მასში ყავისა და ლუდის გემო ჰარმონიულად შეერწყმება ერთმანეთს.
ლუდის სახელწოდება Dunkin’ Coffee Porter-ი იქნება და მისი შეფუთვაც, კომპანიის ბრენდული დიზაინიდან გამომდინარე, ვარდისფერი და ფორთოხლისფერი იქნება.