ვიქტორია ბექჰემი მუსიკალური კარიერის შემდეგ, საკმაოდ ცნობილი ტანსაცმლის საკუთარი ბრენდით გახდა, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს პოპულარულ ვარსკვლავებს შორისაც. თუმცა დიზაინერმა ამჯერად გადაწყვიტა თავი კიდევ ერთ საქმეში მოსინჯოს.
საქმე ამჯერად არა ტანსაცმელს, არამედ შოკოლადს ეხება. ვიქტორიამ საკუთარი მოდის სახლის დაარსებიდან 10 წლის შემდეგ, გადაწყვიტა 4 სახის შოკოლადი გამოუშვას, რომელსაც პიერ მარკოლინისთან თანამშრომლობით შექმნის.
ცნობილია, რომ ვიქტორია ტკბილეულს ერიდება და ცოტა ხნის წინ, დაბადების დღეზეც ტრადიციული ტორტის ნაცვლად, ხილისა შეარჩია.
ამიტომაც მან გადაწყვიტა საკუთარი ტკბილეული შაქრის მინიმალური დოზით დაამზადოს, დაბალკალორიული პროდუქტი განსაკუთრებით სასიხარულო ქალბატონებისთვის იქნება.
შოკოლადი, რომელსაც გულების ფორმა ექნება, როგორც იუწყებიან, 4 განსხვავებულ და ეგზოტიკურ გემოს გააერთიანებს. მისი ღირებულება კი 68 დოლარი იქნება.
პროდუქციის გაყიდვაში ჩაშვება 2018 წლის ოქტომბერში იგეგმება.