მანამ, სანამ მეგან მარკლი ჰარიზე იქორწინებდა, საკუთარ ბლოგზე ხშირად წერდა რეცეპტების შესახებ, რომლებსაც საკუთარი ფიტნესდიეტისთვის იყენებდა, თუმცა როგორც სამეფო კარის ინსაიდერები ამბობენ, ჰერცოგინია დღემდე ინარჩუნებს საყვარელ ჰობს და სასახლის კედლებს მიღმაც განაგრძობს მას.
როგორც ირკვევა მეგანსა და უილიამის 3 წლის გოგონას - შარლოტას საერთო საყვარელი კერძი აქვთ, ორივე მათგანის ფავორიტი სპაგეტია ბოლონეზის სოუზით, რომელსაც მეგანი სპეციალურად ვეგანური რეცეპტით აკეთებს.
რაც შეეხება შარლოტას, ქეით მიდლტონმა იანვარში, ლონდონის საავადმყოფოში ვიზიტის დროს გაამხილა, რომ გოგონა სპაგეტის დიდი მოყვარულია.
და სამეფო ოჯახის გულშემატკივრებს ისღა დარჩენიათ წარმოიდგინონ თუ როგორ ამზადებს ახალი ჰერცოგინია 3 წლის მემკვიდრისთვის უგემრიელეს კერძს.