ნიუ-იორკში ახალი გასტრონომიული ტრენდი მკვიდრდება და ის არც მეტი არც ნაკლები წვიმის წვეთების ფორმით შთაგონებული ნამცხვარია, რომლის სათავეც იაპონური ტრადიციული ნამცხვარი - Mizu Shingen Mochi-ია.
ტკბილეული, რომელსაც წვიმის წვეთის ფორმა აქვს, ნიუ-იორკელმა შეფ-მზარეულმა დარენ ვონგმა დაამკვიდრა და მის პოპულარიზებას ინსტაგრამის გვერდითაც აქტიურად ცდილობს.
ეს გახლავთ უკალორიო ტკბილეული, რომელიც შაქრის წარმოების ნარჩენის - მელასის, მინერალური წყლითა და შემწვარი თხილით მზადდება.
მისი გასინჯვა ბრუკლინში, Smorgasburg-შია შესაძლებელი, თუმცა ორიგინალური ვიზუალისა და სასიამოვნო გემოდან გამომდინარე, მალე მისი შეძენა უფრო ფართო არეალში იქნება შესაძლებელი.