ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ამერიკულმა კომპანიამ - სტარბაქსმა გადაწყვიტა მრავალრიცხოვან კლიენტებს კიდევ ერთი სასმელი შესთავაზოს და ამჯერად ყავის ნაცვლად, საქმე გამაგრილებელ სასმელს ეხება,რომელიც სხვა თუ არაფერი, მომხიბლავი ვიზუალით უკვე იზიდავს მნახველს.
სასმელი მანგოს ექსტრაქტით მზადდება და ულამაზესი შეფერილობა მას დრაკონის ხილად წოდებული -ეგზოტიკური ხილი - პიატაია აძლევს, სახელწოდებაც აქედან გამომდინარე The Mango Dragonfruit-ია.
ინსტაგრამის ბლოგერებისთვის ახალი სასმელი განსაკუთრებით სასიამოვნოა და მათ უკვე დაიწყეს შესაბამისი პოსტების ინტერნეტში განთავსებაც.
აღსანიშნავია, რომ სტარბაქსი სექტემბრიდან „თბილისი მოლშიც“ გაიხსნება, ინფორმაციას უკვე ოფიციალურად ადასტურებს სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობაც, შესაბამისად, ბრენდის საფირმო ყავასთან ერთად, შესაძლოა, დრაკონის ხილით დამზადებული გამაგრილებელი სასმელის გასინჯვა ქართველი მომხმარებელმაც შეძლოს.