ამერიკელი მეცნიერების ცნობით, საკვების უბრალოდ დაყნოსვამაც შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს.უჯრედის მეტაბოლიზმის შესასწავლად მათ ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს, მღრღნელების სამი ჯგუფი გამუდმებით იღებდა მაღალქოლესტერინულ ბურგერ-ქინგენს და მათგან იმ თაგვების წონა, რომლებიც სუნს საერთოდ ვერ შეიგრძნობდნენ, სულ რაღაც 10 %-ით გაიზარდა, მაშინ, როცა ჯანმრთელი ყნოსვის მქონე მღრღნელების წონა გაორმაგდა. ამის შემდეგ, მომატებული მღრღნელების ნაწილს დროებით შეუწყვიტეს ყნოსვის უნარი და მიუხედავად იმავე რაოდენობის რაციონისა, მათმა წონამ საგრძნობლად იკლო.
„წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ყნოსვის უნარის დროებითი დაკარგვა მეტაბოლიზმის უნარს აუმჯობესებს და წონის კლებას უწყობს ხელს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა რაციონი ჯანსაღი“ - აღნიშნავენ მკვლევარები.
რა თქმა უნდა, სურნელის შეგრძნების გარეშე არც ისე სასიამოვნოა საკვების მიღება, ერთ-ერთი მკვლევარი სელინ რიერა წერს, რომ გარკვეული საკვების მიღების შემდეგ ჩვენი ყნოსვითი მგრძნობელობა იკლებს, ასე რომ, შეგვიძლია გონება მოვატყუოთ, რომ ორგანიზმი უკვე გამოიკვება, რის შედეგადაც სხეული კალორიების წვას იწყებს და აღარ ხდება მათი ორგანიზმში შენახვა.
მიუხედავად ამისა, ყნოსვის უნარის დაქვეითება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, მაგალითად, თაგვებში შეინიშნა ნორადრენალინის ჰორმონის მატება, რომლიც გადაჭარბებული რაოდენობაც ადამიანისთვის გულის შეტევის განმაპირობებელიც შეიძლება გახდეს.