ბრიტანეთის დედოფალს, როგორც აღმოჩნდა, უცნაური ჩვევა აქვს და მოგზაურობისთვის განსაკუთრებული რაციონი აქვს შერჩეული.ელიზაბეტს თურმე ტკბილეული უყვარს და მისი მოგზაურობა ყოველთვის მოიცავს შინ დამზადებულ შოკოლადის ბისკვიტის ნამცხვარს.
ორი რამ, რის გარეშეც დედოფალი სასახლეს არასდროს ტოვებს სწორედ აღნიშნული შოკოლადის ნამცხვარი და შავი Launer-ის ჩანთაა.
დედოფლის ამ ჩვევის შესახებ მისმმა ყოფილმა მზარეულმა - დარენ მაკგრედიმ ისაუბრა, დარენი სამეფო ოჯახში 15 წლის მანძილზე მსახურობდა და დედოფლის სახალისო ჩვევა Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში გაასაჯაროვა.