გოგონები ხშირად, განსაკუთრებით კი ზაფხულის დადგომისას, ვახშამზე უარის თქმას იწყებენ და მსუბუქ კვებაზე გადადიან. ამ დროს ფორმაშ ყოფნა ყველასთვის მნიშვნელოვანი ხდება, თუმცა ხანდახან დატვირთული გრაფიკის გამო ვახშამზე უარს ფიზიკურად ვერ ვამბობთ. წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომელთა მირთმევაც საღამოს საათებში დაშვებული და მიზანშეწონილია.
#1 ავოკადო
მასში ბევრი ცხიმია, თუმცა ის იმდენად სასარგებლოა, რომ კანის სილამაზისა და სიჯანსაღისთვის გვჭირდება.
#2 ქოქოსის ზეთი
ის ღამით სრულფასოვანი დასვენებისთვის გვჭირდება და სხეულის ფორმაში ყოფნის საწინდარია.
#3 ტომატის წვენი
ამ პროდუქტის საიდუმლო ჰორმონია, რომელიც ორგანიზმში ცხიმის ბალანსის კონტროლს ახდენს.
#4 შვრიის ფაფა
ის აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ნივთიერებათა გაცვლას.
#5 ბანანი
1 ბანანი 450 მილიგრამ კალიუმს შეიცავს, რომელიც ტოქსინებისგან გათავისუფლებაში გვეხმარება.