90-იან წლებში პეპსის კომპანიამ გადაწყვიტა მომხმარებლისთვის თეთრი ფერის სასმელი, Crystal Pepsi- შეეთავაზებინა, წლების შემდეგ კი, მის კვალს კოკა-კოლაც გაუყვა და კომპანიამ 11ივნისს ახალი ნაწარმოს Coca-Cola Clear-ის გამოშვება დაანონსა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ იაპონიაში გაიყიდება.
ნაწარმის შექმნამდე დაახლოებით 50 რეცეპტი დაიტესტა, რის შემდეგაც საბოლოო არჩევანი ისეთ კოლაზე შეჩერდა, რომელსაც აღარ ექნება კარამელის ინგრედიენტი და ლიმნის გემოს დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ სასმელი სრულიად უკალორიო იქნება, თუმცა უცნობია თუ როდის დაიწყება სასმელის ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც.
.