Coca-Cola-მ ალკოჰოლირი სასმელის სახელწოდებით Lemon-Do-ს გამოშვება დაიწყო. ის უკვე გაყიდვაშია და იაპონურ ბაზარზეა გათვლილი. Lemon-Do სამ ვარიანტში გამოდის: 3, 5 და 7 % შემადგენლობის სპირტით. ამასთან, ხელმისაწვდომია ორი გემო - მარილიანი და თაფლით. 350 მილილიტრი ქილის ფასი დაახლოებით 3 ლარია.
უკანასკნელი წლების მანძილზე, გაზიანი სასმელების მწარმოებლები გაყიდვების შემცირებას უჩივიან, რადგანაც ადამიანები შაქრის შემცველ პროდუქტებს უფრო და უფრო ნაკლებად მოიხმარენ. 2017 წლიდან, Coca-Cola-მ საკუთარ პროდუქციაში შაქრის რაოდენობის შემცირება დაიწყო და ყურადრება სხვა სახის სასმელებზე გადაიტანა.
კომპანიის გაცხადებით, ალკოჰოლური პროდუქციის გამოშვება მათთვის ექსპერიმენტია.