მეგან მარკლი, რომელიც ამჟამად უკვე სასექსის ჰერცოგინიაა და ბრიტანეთის სამეფო კარის ოფიციალურ წევრად გვევლინება, ყოველთვის იდეალურ ფორმაშია და აღნიშნავს, რომ მისთვის ეს მნიშვნელოვანია, „ ~მე ვზრუნავ ფიგურაზე და ეს მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნებისთვის არ არის, ვინაიდან ვგრძნობ თუ როგორ მოქმედებს საკვები ჩემი ცხოვრების წესზე, ყურადღებას ვაქცევ თუ რა დროს ვუთმობ დასვენებას და ყოველთვის ვიღებ საჭირო რაოდენობის წყალსაც“ - აღნიშნავს ის.
როგორც აღმოჩნდა, მეგანის საყვარელი დიეტა ვეგანურია და მას თითო კვირის განმავლობაში იცავს. ზოგადად, დამტკიცებულია რომ მცენარეულ საკვებზე დაფუძნებული დიეტა საუკეთესოა კანისთვის, თუმცა მეგანი მკაცრი შეზღუდვების წინააღმდეგია. „ყველაფერი ბალანსზეა დამოკიდებული, არ მინდა თავი შეზღუდულად ვიგრძნო“ -აღნიშნა მან.
მეგანის რჩევით, აუცილებელია რომ დიეტის დაცვის დროს სხვა პროდუქტი მთლიანად არ აიკრძალოთ, რადგან ისინიც შესაძლოა ხელისშემწყობი აღმოჩნდეს თქვენი წონის დაკლებისთვის, მაგალითად, ასეთია - თევზი, კვერცხი და რძის პროდუქტები.
მეგანი დიეტის დროს არც ღვინოს, პასტასა და კარტოფილ ფრის ერიდება, რადგან თვლის, რომ როდესაც ადამიანი საყვარელ საკვებს ვეღარ იღებს, ამან შესაძლოა კიდევ უფრო გაუმძაფროს სურვილი, რომ გადამეტებული დოზით მიირთვას საკვები, რაც პროცესს კიდევ უფრო დამთრგუნველს ხდის.
„შეიცანით საკუთარი ორგანიზმი, მისი საჭიროებები და ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნება“ - მოუწოდა მეგანმა ქალბატონებს, რომლებიც ზედმეტი წონით იტანჯებიან.