მაისი და ივნისი გემრიელი მარწყვის სეზონია, რომელსაც ნაყინსაც სიახარულით ვატანთ. აღმოჩნდა, რომ ის არამხოლოდ გემრიელია, არამედ რამდენიმე ძალიან სასარგებლო თვისებას შეიცავს.
#1 აუმჯობესებს მეხსიერებას
მარწყვის მიღება ანელებს ტვინის დაბერების პროცესს და მეხსიერებას დიდხანს მტკიცეს და ჯანსაღს ტოვებს. მისი ყოველდღიური მოხმარება მოკლევადიან მეხსიერებასაც აუმჯობესებს.
#2 აუმჯობესებს მხედველობას
მარწყვის ყოველდღიური მიღება თვალის პრობლემებს აქტიურად ებრძვის.
#3 მდიდარია ანტიოქსიდანტებით
ანტიოქსიდანტები სერიოზული დაავადებების წარმოქმნას უშლიან ხელს და ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვით. მარწყვი მათ დიდი რაოდენობით შეიცავს. რაც უფრო მუქია მით უკეთესი.
#4 მდიდარია ვიტამინი С-თი
მასში უფრო მეტი ვიტამინი С-ა, ვიდრე მთლიან ფორთოხალში. აღსანიშნავია, რომ გაყინულშიც ისევე ნარჩუნდება, როგორც ახალში.
#5 მარწყვი, როგორც კიბოს პროფილაქტიკა
დაავადების წარმოშობას რამდენიმე პროდუქტი აფერხებს, მათ შორის მარწყვი.
#6 ფიგურისთვის სასარგებლოა
ის დაბალკალორიულია. 100 გრამი მხოლოდ 33 კილოკალორიას შეიცავს, რომელიც წამებში იწვება. ასევე, მასში შემავალი ნივთიერება ცხიმების დაწვასაც ხელს უწყობს. დიეტის ეფექტურობა იზრდება მათთვის, ვინც რაციონში მარწყვს ამატებს.
#7 სისხლში შაქრის რაოდენობა ნორმაში მოჰყავს
ის დაშვებულია დიაბეტიანი ადამიანებისთვის.
#8 სასარგებლოა გულისთვის
მაგნიუმი და კალიუმი დადებით ზეგავლენას ახდენს სხეულის შინაგან ორგანოებზე.
#9 ალერგიული ადამიანებისთვის მიზანშეწონილია
ალერგიის დაწყებასთან დაკავშირებულ რექციებს მარწყვი აფერხებს.