ინტერესით ვსინჯავთ იოლანდა ჰადიდის დღიურ მენიუს, ვეცნობით სკანდინავიელების საყვარელ პროდუქტებს, მოდელების მსგავსად, ავოკადოს ხშირად მივირთმევთ. თუმცა ხანდახან ჩვენში ბლეიკ ლაივლი "იღვიძებს" და შოკოლადსა და დესერტზე უარს ვერაფრით ვამბობთ. წარმოგიდგენთ საიდუმლო პროდუქტებს, რომლებსაც ვარსკვლავები დილით მიირთმევენ.
ჯენიფერ ენისტონი
მსახიობი ამბობს, რომ 3 ტიპის საუზმე აქვს: "ეს შეიძლება იყოს სმუზი ბანანით, ალუბლით, კაკაოთი და რძით. თუ რამე უფრო დამანაყრებელი მინდა, ომლეტს ვიკეთებ და მას ავოკადოს ტოსტთან და ზეითუნის ზეთთან ერთად მივირთმევ. ხანდახან კი მარტივ და სწრაფ ხერხს მივმართავ და შვრიის ფანტელებს ვიმზადებ."
კრისი ტეიგენი
კრისი თავის თავს და ქმარს რობოტებს უწოდებს: "ყოველ დილას ერთსა და იმავეს მივირთმევთ: 2 კვერცხს ავოკადოთი და ინდაურის ხორცით. ზევიდან მარილსა და წიწაკას ვაყრით, ეს არის და ეს!" ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ ერთი და იგივე საუზმის მირთმევა წონის დაკლებას ხელს უწყობს.
ქეით ჰადსონი
მსახიობს კი დილით ჭამა არ უყვარს: "შეიძლება ყავა დავლიო ან მწვანე წვენი, რასაც ძირითადად ერთ ცალ მოხარშულ კვერცხს ვაყოლებ."
ემა უოტსონი
მსახიობი კერძების დამზადების დიდი მოყვარულია. დილით ის ბლინებს და შემწვარ კვერცხს ანიჭებს უპირატესობას. ამ ყველაფერს კი თავად ამზადებს.
კიმ კარდაშიანი
კიმის საუზმე მოიცავს შემწვარ კვერცხს ინდაურის სოსისით, გაუდას ყველს და ბერძნულ იოგურტს.
ბლეიკ ლაივლი
ბლეიკი საუზმემედე ჭიქა წყალს სვამს, შემდეგ კი შემწვარ კვერცხს ქოქოსის ზეთით და ბოსტნეულით მიირთმევს.
ჯასტინ ტიმბერლეიკი
მომღერალს კი ვაფლი ნუშის ზეთით უყვარს, რასაც პროტეინებით სავსე კოქტეილს ამატებს.