საჭმელის მომზადება ზოგისთვის რუტინას, ზოგისთვის კი ნამდვილი რიტუალს წარმოადგენს. სიმდიდრის და მოუცლელობის მიუხედავად, სადილისა და ვახშმის დამზადებით ვარსკვლავებიც გამოირჩევიან. მათთვის საყვარელი ადამიანების გამასპინძლება უდიდესი სიამოვნებაა.
ჯესიკა ბილი და ჯასტინ ტიმბერლეიკი
იშვიათია, როცა ცოლიც და ქმარიც საუცხოოდ ამზადებს. ჯესიკა გამომწერეს საკუთარ შემოქმედებას ხშირად უზიარებს. ჯასტინი კი ცოლს ეხმარება და სამზარეულოს ტექნიკასაც კარგად ფლობს.
ტეილორ სვიფტი
მომღერალი ყველაფერს ახერხებს ერთდროულად: "გრემის" მოპოვებას, ქველმოქმედებას და გემრიელი ნამცხვრების გამოცხობას.
მერაია ქერი
მომღერლის საფირმო პიცის შესახებ ჰოლივუდში ყველას სმენია.
ევა ლონგორია
მექსიკური სამზარეულოს უკეთეს სპეციალისტს რთულად თუ იპოვნით. ევამ საკუთარი რეცეპტების წიგნიც გამოსცა.
ბლეიკ ლაივლი
ბლეიკი დესერტებში არაჩვეულებრივად ერკვევა. პარიზში მან კულინარიული ხელოვნებაც კი შეისწავლა.