დღეს ვარსკვლვავად ყოფნა რთულია, რადგან უკვე საკმარისი აღარ არის მხოლოდ ოსტატობა ან სიმღერა - ინტერესის შესანარჩუნებლად ხშირად ფართო ნიჭი და შესაძლებლობებია საჭირო. ასე რომ, რატომაც არ შეიძლება ასეთ ნიადაგად კულინარია იქცეს?!
გვინეტ პელტროუ
გვინეტი ალბათ ის პირველი ვარსკვლავია, რომელიც ადამიანს ,,საჭმლისა“ და ,,ვარსკვლავის“ ერთად წარმოთქმისას მოაგონდება, რადგან მას რეცეპტების 2 წიგნი აქვს გამოშვებული და Bon Appetit- ის ყდასაც ამშვენებს.
შერილ ქროუ
შერილ ქროუმ საკუთარი რეცეპტების წიგნს დაარქვა ,,თუ ის ჯანმრთელობას გინარჩუნებს“, რაც ჯანსაღი კვების პოპულარიზაციაა, ინსპირაციად კი მისი სიმსივნესთან ბრძოლა იქცა.
ევა ლონგორია
შერილ ქროუს მსგავსად, ევას ინტერესიც რეცეპტებს ეთმობა და კრებულიც გამოშვებული აქვს. დიახ, ,,სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი ნამდვილი დიასახლისია, რადგან მან შესანიშნავი კერძების მომზადება იცის.
ალისია სილვერსტოუნი
“Clueless”-ის ვარსკვლავი მრავალი წელია, რაც ვეგეტარიანელია. მისი ვებსაიტი The Kind Life რეცეპტებს გვთავაზობს. სილვერსტოუნს ასევე წიგნიც გამოშვებული აქვს, რომელიც წონის კლებაში დაგვეხმარება.
ადრიან გრენიერი
,,The Devil Wears Prada”-ს მსახიობი, მისი პერსონაჟის მსგავსად კულინარიული ხელოვნებით გატაცებულია დაის ვებსაიტს ფლობს,სადაც დისკუსია თანამედროვე საკვებს და გენმოდიფიცირებას შეეხება. ის ასევე The Huffington Post-სთვის ბლოგებს ამზადებს, თემატიკა კი გარემოსა და კვების უსაფრთხოებაა.